მთავარი ჯანმრთელობა დიეტა ზარმაცებისთვის: – 4 კილოგრამი 8 დღეში

დიეტა ზარმაცებისთვის: – 4 კილოგრამი 8 დღეში

by guramus

ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც მკაცრი დიეტების ზედმიწევნით დაცვა არ შეუძლიათ. ამიტომაც, უარს ამბობენ მასზე ან იწყებენ დიეტას, მაგრამ ვერ მიყავთ ბოლომდე. რაც ნიშნავს, რომ შედეგი არ აქვთ. დიეტოლოგებმა შემოგვთავაზეს 4  დღიანი დიეტა, რომელიც 2-ჯერ, ანუ 8 დღის მანძილზე უნდა დაიცვათ. შედეგად თქვენ 4 კილოგრამს დაიკლებთ.

ხანგრძლივობა: 8 დღე

მოსალოდნელი შედეგი: – 4 კილოგრამი

დაგჭირდებათ:  1 ნაჭერი პური / 1 ცალი  პომიდორი / 1 ნაჭერი ყველი /1 ცალი ბანანი / 1 ჩაის კოვზი თაფლი / 1 ცალი კვერცხი/ 1/2 ფორთოხლის წვენი 1 პორცია სალათი/ 1 ვაშლი / 50 გრ.ქათმის ხორცი / 25 გრ. ყველი / 200 გრ. კარტოფილი / 125 გრ. ლობიო / 75 გრ. ლორი /  75 გრ. მაკარონი

მითითებები:

საუზმე: ა) 30 გ. ფანტელი რძით ; ბ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, შემწვარი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი; გ) ბანანის სენდვიჩი: ერთი ნაჭერი მსხვილად ნაფქვავი პური, ბანანის ერთი ნაჭერი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, ან რბილი ყველი; გ) ერთი ნაჭერი გახუხული მსხვილად ნაფქვავი პური, (თხლად წასმული მარგარინით), ერთი თოხლო კვერცხი, ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.

სადილი: ა) სალათის დიდი პორცია, ვაშლი ან ფორთოხალი, სენდვიჩი ქათმით (50 გ. ქათმის ხორცი კანის გარეშე, 25 გ. გახეხილი ყველი, ერთი სუფრის კოვზი დაბალკალორიული მაიონეზი; ან 75 გ. ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კიტრი); ბ) 200 გ. კარტოფილი ,,მუნდირში’’, შერეული სალათის დიდი პორცია, ერთი ჭიქა დიეტური იოგურტი, 125 გ. მოხარშული ლობიო და 25 გ. ყველი.

ვახშამი: ა) ნებისმიერი დაბალკალორიული საკვები, შერეული სალათის დიდი პორცია; ბ) 150 გ. ქათამი ან ინდაური, ცოტა საწებელი, 75 გ. შემწვარი, ან ,,მუნდირში’’ მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეული; გ) 75 გ. მაკარონი კონსერვირებული პომიდორის სოუსით, ან 100 გ. მოხარშული ქათამი (ქათმის წვნიანთან ერთად), ან 75 გ. უცხიმო ლორი (ერთი ჭიქა იუგურტითა და სანელებლებით), ბოსტნეულის, ან ხილის სალათი.

დესერტი: ბ) გამხმარი ბისკვიტის ორი დიდი ნაჭერი; ა) ატამს ერთი ნაჭერი;