მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს არ უმართლებთ სიყვარულში

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს არ უმართლებთ სიყვარულში

by guramus

მორიელი – ვნებიანი, ემოციური და ეჭვიანი ქალია. იგი ბუნებით მესაკუთრეა, ამიტომ “ისე რა” ურთიერთობებს ვერ ეგუება. თუ მისი ხართ, ბოლომდე მასთან უნდა იყოთ სულითა და ხორცით, თუ არადა, იგი თქვენი დაუძინებელი მტერი და კონკურენტი იქნება. ქალი მორიელი არაჩვეულებრივი საყვარელია, ამიტომ მამაკაცები მის დავიწყებას ვერასოდეს ახერხებენ. მას შეუძლია კაცის სისუსტეების ამოცნობა და მათით მანიპულირება, თანაც ისე, რომ გარეგნულად არაფერი შეემჩნევა. თუმცა ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნების გამო, ქალ მორიელს ხშირად აქვს ხოლმე პრობლემა პირადში. ამ ქალს არ შეუძლია სანახევრო ან ზედაპირული კავშირების გაბმა, შესაბამისად, მასთან რომანი ზოგიერთი მამაკაცისთვის “სულის ხუთვას” ემსგავსება.

მერწყული – ერთი შეხედვით მეგობრული, კომუნიკაბელური და ზედაპირული გეჩვენებათ? არ მოტყუვდეთ, ეს ყველაფერი ამ ქალის “ნიღაბია”, რეალურად კი მისი ამ ხასიათის სიმსუბუქის უკან რკინის ნებისყოფა და საოცარი სიჯიუტე იმალება. ქალი მერწყული გასაოცარი პრინციპულობით გამოირჩევა, ამასთან ერთად, მას აქვს გასაოცარი ინტუიცია და როგორც წესი, ყოველთვის წინასწარ იცის მოვლენათა განვითარების სიუჟეტი. ამიტომ აზრი არა აქვს მის გადარწმუნებას რამეში. იგი გამჭოლ ხედავს ნებისმიერ მამაკაცს და ზუსტად იცის, მისი საქციელის რეალური მოტივები. მაგრამ ზუსტად ამ გამგებიანი ხასიათის გამო მამაკაცები მერწყულ ქალში უფრო ხშირად კარგ კომპანიონს ხედავენ, ვიდრე სასურველ და ერთადერთ ქალს, რომლის გულის მოსაგებად და შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლონ.

ასევე დაგაინტერესებთ

რა ფერის სამოსი გიხდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რატომ გიჟდებიან თქვენზე გარშემომყოფები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით