– ხედავენ თუ არა გარდაცვლილთა სულები იმას, რაც ამ წუთისოფელში ხდება?
გარდაცვლილთა სულები იმგვარ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ისინი ვერ ხედავენ, თუ რა ხდება წუთისოფელში.
– რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მუდმივად ჩაესმის ეს მწუხარე ხმა: რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველი?
– სიმდიდრე – ორგული მონაა; თუნდ ათასი ბორკილი დაადო, ბორკილებიანად გაიქცევა.
– ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ვფლობთ და რომლის დაკარგვა არ ძალგვიძს.
– დაიმკვიდრებს თუ არა საუკუნო ნეტარებას ეკლესიის ერთობისაგან განშორებული ადამიანი?
ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების – ქრისტესთან ერთობისა განშორების გამო და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
– სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე – ბევრის გაცემა.
– შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება.
– უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო.
© ათასი კითხვა დედა ეკლესიას