ცნობილი ადამიანების აზრები სიყვარულის შესახებ.
“სიყვარულია როდესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.” – ერნესტ ჰემინგუეი
“სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა… და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.”– ნოდარ დუმბაძე
“ცხოვრების განმავლობაში ერთი დიდი სიყვარული ამართლებს სევდის იმ უღიმღამო შემოტევებს, რომელიც გვიპყრობს.”–ალბერ კამიუ
“გულს სურს ის, რაც სურს. არანაირი ლოგიკა არაა ამაში. შეხვდებით ვინმეს და შეგიყვარდებათ – სულ ესაა.” – ვუდი ალენი
“ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.” – კონსტანტინე გამსახურდია
“სიყვარულის არითმეტიკაში ერთს მივუმატოთ ერთი-ეს ყველაფერია,ხოლო ორს გამოვაკლოთ ერთი- არაფერი.” – ანატოლ ფრანსი
“როცა გიყვარს აღმოაჩენ საკუთარ თავში ისეთ სიმდიდრეს, იმდენ სინაზეს, ალერსს, არც კი გჯერა რომ ასეთი სიყვარული შეგიძია.”–ანტონ ჩეხოვი
“გიყვარდეს ყველა, ენდე ცოტას, არავის უღალატო” – უილიამ შექსპირი
“მე იმდენს ვფიქრობ შენზე, შემიძლია შეგეხო კიდეც.”– ოთარ ჭილაძე
“დაე, სიყვარულმა იქ და იმ დროს მოგისწროთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით მას.” – ელიფ შაფაქი
“ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას, რომ სიყვარული ომი არაა. ომია, სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე, გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო. ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც. ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ჰყავს და არავინ, თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია, რომ ხშირად მისი აღქმაც კი გვიჭირს.” – გოდერძი ჩოხელი
“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავს ვგრძნობდე თავისუფლად. თუ სიყვარულში თავისუფლებას ვერ ვხედავ, წერტილს ვსვამ.”– ანჯელინა ჯოლი
“არ დაიჯეროთ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენი მიტოვება არ შეუძლია! შეუძლია! დაიჯერეთ! ადრე თუ გვიან ის ამას გააკეთებს, მაშინ როცა გააცნობიერებს, რომ თქვენთან ურთიერთობას მისთვის სიხარული და ბედნიერება აღარ მოაქვს, როცა საკუთარ თავს მთლიანად თქვენ მოგიძღვნით, როცა თქვენს გამო ის ყველაფერზე წავა, დათმობს ბევრს, იმისთვის რომ იყოს თქვენთან, სანაცვლოდ კი ის თქვენგან არაფერს მიიღებს.” – ოსკარ უაილდი
“ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს, როცა მისი მოსვლა მართლა შეუძლებელია.” – ნაირა გელაშვილი
” …და ერთხელ შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი სახელი, რომელიც წინა სახელს მტვრად გადააქცევს.” – დოსტოევსკი
“მიყვარხარ, იმიტომ რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა შენ რომ მეპოვნე.” – პაოლო კოელიო
“ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო: – ყველაფერი დანარჩენი სისულელეა.” – ერიხ მარია რემარკი
“ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა?” – ოტია იოსელიანი