ქალი სასწორი ლამაზი თოჯინაა. თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული, ზომიერად ჯიუტი და სამართლიანი ქალია. პირად ურთიერთობებში ძალიან ტემპერამენტიანია და უყვარს ძლიერი ვნება.
მორიელი ქალი ნამდვილი მოსიარულე ინტიმია. მას მამაკაცები ისე ესევიან, როგორც კოღოები სინათლეს. მიზეზი კი მორიელი ქალის მომაჯადოებელი მზერა და ფარული მიზიდულობის ძალაა.
მშვილდოსანი ქალი ალბათ ყველაზე პატიოსანია ზოდიაქოს სხვა ნიშნის ქალებთან შედარებით. ის ნამდვილად არ გეტყვით სასიამოვნო ტყუილს, თუმცა უნდა დააფასოთ მწარე სიმართლის თქმის გამო.
ქალი-თხის რქა ყოველთვის წინასწარ გეგმავს მომავალს და არ ეშინია არანაირი მძიმე სამუშაოსი. თუ არსებობს მსოფლიოში ქალი, რომელსაც შეუძლია დაიწყოს ბიზნესი ჯიბეში კაპიკის გარეშე, ეს თხის რქაა! ამ ქალებმა იციან, რომ იმისათვის რომ აღფრთოვანდნენ მათით, ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ.
ერთი შეხედვით, მერწყული ქალი ქარაფშუტა და ცანცარა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ასე არაა. ამ ნიშნით დაბადებული ქალი ნამდვილად ძლიერ გრძნობებს ატარებს გულში. მას თუ ერთხელ შეუყვარდა, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული იქნება
თევზი ქალი ძალიან მოსიყვარულეა. ალბათ, ყველაზე ქალურია ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნების ქალებთან შედარებით. მას ძალიან უყვარს რომანტიკული ურთიერთობები და აფასებს ისეთ პარტნიორს, რომელიც მზად არის მისთვის ყოველი დღე სიურპრიზებით დაიწყოს.
ასევე დაგაინტერესებთ
რისი პატიება არ შეუძლიათ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს