მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშნები და მათთვის დამახასიათებელი გარეგნობა

ზოდიაქოს ნიშნები და მათთვის დამახასიათებელი გარეგნობა

by guramus

სასწორი

კარგად განვითარებული აღნაგობა, გამხდარი და მოძრავი კიდურები, მრგვალი ან ოვალური სახე, სახის თხელი ნაკვთები, წაგრძელებული ცხვირი სხვადასხვა კონფიგურაციის, კარგად გამოკვეთილი ტუჩები, ხშირად ჩაჩხვლეტილი ლოყები, გარეგნობა ახალგაზრდული, მხნე.

მორიელი

სიმაღლე საშუალო ან საშუალოზე დაბალი, მკრივი, ოდნავ ჯმუხი აღნაგობა, კვადრატული ან წაგრძელებული სახე, გამოკვეთილი წარბები, ცხვირი ფართოფორებიანი კანით , მუქი ფერის თვალები გამჭოლი მზერით, ხშირად შავგრემანი.

მშვილდოსანი

ხშირად მაღალი, პროპორციული აღნაგობა, (ასაკთან ერთად შეიძლება განუვითარდეს ღიპი), ოვალური სახე, თვალები ხშირ შემთხვევაში ყავისფერი, სხვადასხვა ფერის თმა, თავდაჯერებული სიარულის მანერა.(ახასიათებს ხმაურიანი სიარული)

თხის რქა

საშუალო სიმაღლე ან საშუალოზე დაბალი, სუსტი ძვლები, შეიძლება ჰქონდეთ სახსრებთან დაკავშირებული ავადმყოფობები, როგორც წესი გამხდრები, სახეც გამხდარი და ხშირად გამოკვეთილი ყვრიმალებით, სახეზე შეყინული მიმიკები.

მერწყული

საშუალო სიმაღლე, სრული ან კვადრატული კონფიგურაცია, კარგად განვითარებული. სიმსუქნისკენ მიდრეკილი საშუალო ასაკში, ღია ფერის სახის კანი, ხორციანი სახე, ოვალური ან წაგრძელებული. თმები ღია ფერის (იშვიათად მუქი), ჩვეულებისამებრ მეგობრული გამომეტყველება.

თევზები

საშუალი სიმაღლე ან საშუალოზე დაბალი. მოკლე კიდურები. სავსე და ხორციანი, ფერმკრთალი სახე, დიდი თვალები, ფართო პირი, ხშირი და დიდი მოცულობის თმა ­ მუქ ფერებში (ხშირად შავი).

 

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ყველაზე აღვირახსნილი ზოდიაქოს ნიშნები

საუკეთესო ყვავილი თქვენი ბაღისთვის – ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელია ყველაზე ბუზღუნა ზოდიაქოს ნიშანი