მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს 3 ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც ძნელად პოულობს ქალურ ბედნიერებას

ზოდიაქოს 3 ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც ძნელად პოულობს ქალურ ბედნიერებას

by guramus

ქალწული
პრეტენზიული, მეწვრილმანე და ძუნწია. ქალწულის გრძნობები ყოველთვის გონებას ექვემდებარება. ამიტომ ყველაზე დიდი სიყვარულის დროსაც კი (თუ ასეთი არსებობს მის ცხოვრებაში) გონებით საზღვრავს რაში გამოადგება მას ამ კონკრეტულ მამაკაცთან კავშირი და ღირს თუ არა სამომავლოდ მას ცხოვრება ხანგრძლივი ვადით დაუკავშიროს. ხშირად ისეც ხდება, რომ ზედმეტი პრეტენზიულობის გამო ამბობს უარს ვინმესთან ურთიერთობაზე. ზოგიერთი მამაკაცის კბილები არ მოსწონს, ზოგის – ხმის ტემბრი ან მანერები ჭამის დროს. ამ ქალს ზოგჯერ ისეთი წვრილმანები აღიზიანებს გარშემო მყოფების ხასიათში, რომ შეიძლება სერიოზული საგამოძიებო კვლევის ხარჯზეც კი ვერ გაარკვიოთ თუ კონკრეტულად რის გამო დაგიწუნათ და აღარ გააგრძელა თქვენთან ურთიერთობა. მას ძალიან უჭირს ზოგადად, ვინმეს მიღება. თუმცა თუ ადამიანი ბევრი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ შემოუშვა საკუთარ ცხოვრებაში, შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადავარდეს და სერიოზული უთანხმოებების შემდეგაც არ მისცეს მას წასვლის და თავისუფლად სუნთქვის საშუალება.

თხის რქა
მოდერნიზებული “ყინულის დედოფალი” – შეიძლება ასე დავახასიათოთ ზოგიერთი ქალი თხის რქა. თხის რქა, მიწის სტიქიის წარმომადგენელია და მისი მფარველი პირქუში, მკაცრი პლანეტა სატურნია. ამიტომ თხის რქის ხასიათში მყარადაა გამჯდარი წესრიგისა და დისციპლინის სიყვარული. შესაბამისად, ქალი თხის რქა მისთვის გასაგები ცხოვრების წესით ცხოვრობს, იშვიათად იცვლის აზრს და კიდევ უფრო იშვიათად ახასიათებს მამაკაცთან მიმართებაში კომპრომისზე წასვლა.
ამ ქალის პრობლემა ემოციური სიცივეც გახლავთ. პარტნიორები ხშირად იცრუებენ გულს მისი მისამართით იმის გამო, რომ მას ნაკლებად ეხერხება სიყვარულის და სითბოს აშკარად აფიშირება. გარდა ამისა, იგი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს რას იტყვის დედა, ბებია, ბიცოლა ან ბიცოლის ნათესავი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგადად თხის რქისთვის ოჯახი და ტრადიციები განსაკუთრებულ ფეტიშს წარმოადგენს ცხოვრებაში. ამიტომ არჩევანს პირადი ბედნიერება თუ ნათესავები და მათი აზრი, ქალი თხის რქა ხშირად ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ აკეთებს. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბდებული ქალები, ფაქტობრივად მსხვერპლად ეწირებიან ოჯახისა და სანათესაოს ინტერესებს. ამას აქვს რა თქმა უნდა თავისი პლუსები, თუმცა მსგავსი თავდადების ხარჯზე ქალ თხის რქას ხშირად უწევს პირადი ბედნიერების შანსის ხელიდან გაშვება.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ: