ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ნაკლი და ღირსება. თუმცა იმის აღიარება, რომ სადღაც ჩვენც ვცდებით და ზოგჯერ, თავაზიანი ბოდიშიც გვაქვს მოსახდელი ყველას როდი ხელეწიფება. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდის უნარი, სულაც არ გახლავთ სისუსტე, მაგრამ ეს ნიჭი ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს არ ახასიათებს. ამიტომ საჭიროა, უბრალოდ ალალად გაუსწოროთ ხანდახან თვალი საკუთარ ნაკლოვანებებს და უბრალოდ ვაღიაროთ, რომ დიახ, სადღაც მართლაც შეგვეშალა…
ვერძის შეცდომები ძირითადად უტაქტობასა და სიფიცხეს უკავშირდება. ამ ხალხს გამოკვეთილი ეგოიზმი გააჩნია. რის გამოც იშვიათად აღიარებენ თავს დამარცხებულად მაშინაც კი, როცა ეს უდავოა.
კუროს ცოდვები სიჯიუტეს, აბსურდულობამდე დასულ პრინციპულობას, ზედმეტ მერკანტილურობასა და ღორმუცელობას უკავშირდება. კუროების დიდ ნაწილს, ფული ძალიან უყვარს, ხშირად ამის გამო მათ ურთიერთობაც უფუჭდებათ გარშემო მყოფებთან.
ტყუპის ცოდვები მის გრძელ ენას, ცვალებად ხასიათსა და ენაზე კბილის დაჭერის აბსოლუტურ უუნარობას უკავშირდება. ამ ადამიანებს, ახასიათებთ ხშირად სრულიად “უვნებელი” ჭორების გავრცელება-გაზიარება, რასაც სავალალო შედეგები მოსდევს.
სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე