მთავარი საკითხავი ქრისტიანული ცხოვრების 5 საიდუმლო, როგორ დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი

ქრისტიანული ცხოვრების 5 საიდუმლო, როგორ დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი

by guramus

ცათა სასუფევლის დამკვიდრება ნებისმიერი ქრისტიანის საზრუნავი უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ უფლისკენ, გვიყვარდეს იგი და ამავდროულად გვეშინოდეს!

თუ თქვენ გინდათ ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას მოეწიოთ, აუცილებლად უნდა აკეთოთ ეს 5 რაღაც:

1 . ზიარება – ამას სიტყვებით საკმარისად ვერ გამოვხატავ, იმდენად საჭირო და აუცილებელია ადამიანის სულისა და სხეულისათვის. განიწმინდებით სულიერად და ხორციელად. კვირაში ერთხელ მაინც ზიარება რეკომენდირებულია.

2 . აღსარება – ყოველთვის წინ ერთვის ზიარებას, მის გარეშე სავარაუდოდ მოძღვარი არ გაზიარებთ, ასევე აღსარებას სულის მალამოს ეძახიან, ცოდვების მიტევებაზე უკეთესი რა უნდა იყოს თქვენი კეთილდღეობისთვის?

3 . ზეთისცხება – განსაკუთრებით შვიდგზის ზეთისცხება, რომელიც მოგიტევებთ ცოდვებს, რომელიც მიუტევებელი დაგრჩათ (ვერ თქვით აღსარებაში, ან დაგავიწყდათ). ყოველ შობას (და კიდევ რამოდენიმე დღესასწაულზე) არის შვდიგზის ზეთისცხება, ეცადეთ რომ ყოველ ჯერზე იცხოთ.

4 . ლოცვა – თავისთავად, ლოცვის გარეშე არაფერი არ ხდება, არც ზიარებას და არც აღსარებას ექნება მადლი, თუ არ ლოცულობთ. აუცილებლად იკითხეთ დილის და საღამოს ლოცვები, ხოლო თუ შვიდგზის ლოცვის წაკითხვასაც ახერხებთ, ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ.

5 . ეკლესიაში მუდმივი სიარული – ყოველ შაბათ-კვირას, პარასკევს (ლოცვებზე), პარაკლისებზე, ტროპარის კითხვაზე, ამ ყველაფერს თუ დაესწრებით, იმდენად განიწმინდებით, რომ ულევ ბედნიერებას იგრძნობთ.

ხშირად ადამიანები თავიანთი გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიაში სიარულს, მაგრამ ამით ხომ უფალს ვშორდებით, დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც წირვას მაინც ესწრება ყოველ კვირა.