1.6K
- „სიძუნწე იქ იწყება, სადაც სიღარიბეს ბოლო ეღება“.
- „ლოთობისგან, ისევე როგორც გონებრივი მუშაობისგან, მსუქანი ადამიანი უფრო მეტად სუქდება, გამხდარი კი ხდება“.
- „თვითმკვლელობა არის შედეგი გრძნობისა, რომელსაც თუ გნებავთ, ვუწოდებთ „გრძნობას საკუთარი თავის პატივისცემის“. იმ დღეს, როცა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ ზიზღს იგრძნობს, იმ დღეს, როცა დაინახავს ყველას ვძულვარო, იმ დროს, როცა ცხოვრების სინამდვილე წინ აღუდგება მის იმედებს, თავს იკლავს და ამგვარად გამოხატავს პატივისცემის გრძნობას საზოგადეობისადმი, სადაც მას არ სურს დარჩეს მოკლებული ღირსებას ან ბრწყინვალებას. რაც უნდა თქვან ათეისტებს შორის (როცა თვითმკვლელობაზეა ლაპარაკი, გამოირიცხება ქრისტიანები) მხოლოდ უსინდისოები ეგუებიან პატივაყრილ არსებობას“.
- „თვითმკვლელობა სამგვარი ხასიათისაა: უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს თვითმკვლელობა, როგორც ხანგრძლივი ავადმყოფობის უკანასკნელი შემოტევა. იგი, რა თქმა უნდა პათოლოგიურ სფეროს განეკუთვნება. ამას მოსდევს სასოწარკვეთილების შედეგად გამოწვეული თვითმკვლელობა და, ბოლოს, გონების კარნახით გამოწვეული თვითმკვლელობა. სასოწარკვეთილებიდან და გონების კარნახის შედეგად თვითმკვლელობის განზრახვისგან შეიძლება ადამიანმა ხელი აიღოს, მხოლოდ პათოლოგიურ თვითმკვლელობას არ ეშველება არაფერი. ხშირად სამივე მიზეზი ერთად იყრის თავს, როგორც დაემართა ჟან-ჟაკ რუსოს“.
- „კეთილშობილი ადამიანები ცუდი ვაჭრები არიან“.
- „სიძუნწეს, მიჯნურობის მსგავსად, მომავალი შემთხვევითობის ორმაგი ხილვის ნიჭი აქვს მომადლებული. იგი მას წინასწარ ჭვრეტს და მოახლოებას აჩქარებს“.
- „დიდი გონებით დაჯილდოებული ადამიანების ერთ-ერთი უბედურება ისაა, რომ, მათდა უნებურად, ყოველივე ერთნაირად გასაგებია მათთვის, ბოროტებაც და სიკეთეც“.
- „მიჯნურთა სურვილი ყველაფერს ამარცხებს“.
- „ფართო საზოგადოების უქონლობა სოფლის ცხოვრების უმთავრესი ხარვეზია. აღარც ჩაცმულობას აქცევ ყურადღებას, აღარც თავის დაჭერას და იმისთვის პატარ-პატარა მსხვერპლსაც აღარ იღებ, სხვისთვის თავის შეწუხების ჩვეულებას ჰკარგავ. ხოლო ეს ადამიანის ფორმის და არსის დამახინჯებას იწვევს“.
- „ჩვენი სასაცილო მოქმედება უმთავრესად გამოწვეულია უკიდურესობამდე მიყვანილი, რაიმე მშვენიერი გრძნობით. სიქველით ან ნიჭიერებით. თუ რჩეული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პეწი არ გაკრავს სიამაყე უხეშობად იქცევა, როცა წვრილმანებზე იხარჯება. ნაცვლად იმისა, რომ ამაღლებულ სფეროში მოხვედრილი თვითონაც ამაღლდეს“.
- „პროვინცია ინტელექტს ზღუდავს, გემოვნებაც დამდგარი წყალივით იხრწნება, გრძნობებს გასაქანი არ ეძლევა, კნინდება და უმნიშვნელო მოვლენები დიდ ამბებებად იქცევა. ეს კი პროვინციული ცხოვრების მომწამვლელ სიძუნწეს და ჭორიკანობას წარმოშობს. შეზღუდული აზრები და უხამსი ქცევა გამოჩენილ ადამიანებსაც გადაედება ხოლმე. ამგვარად იღუპებიან დიდ მოღვაწეებად დაბადებული მამაკაცები, ასევე ქალებიც, რომლებიც კარგ წრეში რომ მოხვედრილიყვნენ და გონიერ ადამიანებთან აღზრდილიყვნენ, უეჭველად მომხიბვლელნი იქნებოდნენ“.
- „ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც უსაფუძვლოდ მსჯავრდადებული ქალის ვითომდა სამარცხვინო საქციელის გამო ავყიობს, არასოდეს უკვირდება, თუ ბოლოს და ბოლოს, რამ მიიყვანა იგი საქვეყნოდ თავისმომჭრელ გადაწყვეტილებამდე“.
- „არსებობს ვნებათაღელვა, რომლის განვითარება თავიდანვე მეტად ჭიანურდება და საკითხავია, კარგია ეს თუ ცუდი? სიყვარულით შეპყრობილი ორი არსება იწყებს ტაქტიკურ სვლებს, მოქმედების ნაცვლად ლაპარაკობს, ღია ველზე ერთმანეთს ებრძვის და იერიშზე გადასვლას აყოვნებს. დაუკმაყოფილებელი სურვილებით მოქანცულთ ერთმანეთი ყირჭდებათ“.
- „ზოგჯერ ვნება, თავდაპირველად, მგზნებარედ გამოილაშქრებს ხოლმე, აქაოდა წინ ვერაფერი დამიდგებაო და, ბოლოს გამარჯვებას ვინღა დაგიდევს, კუდს ამოიძუებს, თავის სოროში შეძვრება, იარაღაყრილი, შერცხვენილი, ტყუილუბრალო მითქმა-მოთქმით თავლაფდასხმული“.
- „არსებობენ ბუნდოვანი შეგრძნებები და ისინი შენთვის უნდა შეინახო. რა თქმა უნდა მზის ჩასვლა დიდი პოემაა, მაგრამ ადამიანი ხომ სასაცილო ხდება, როცა მზის ჩასვლას ყოვლად მიწიერ საზოგადოებას მაღალფარდოვნად აღუწერს?“
სტატიის გაგრძელება იხილეთ შედეგ გვერდზე