1.6K
- „არსებობს ისეთი სიამტკბილობა, რაც მხოლოდ ორმა ადამიანმა შეიძლება ერთად იგემოს. პოეტმა პოეტთან, გულმა გულთან“.
- „ბედი არასოდეს არ უღიმის არც სულელებს და არც უნიჭოებს“.
- „პოეტური სული ადამიანებს შთაბეჭდილებების მიღება უფრო უყვართ, ვიდრე სხვის სულში შეჭრა და მისი გრძნობათა მექანიზმის გაგება“.
- „სადაც პატივმოყვარეობა იწყება, გულწრფელობას სწორედ იქ ეღება ბოლო“.
- „ქალები მამაკაცებს აიძულებენ იერიშით დაანგრიონ პატიოსნების ავად თუ კარგად გამაგრებული ზღუდეები. იწყებენ მსჯელობას ვალდებულების, წესიერი საქციელის, სარწმუნოების შესახებ. ამ ერთგვარ ციხე-სიმაგრეს თავს აფარებენ და მოსწონთ, როცა მას ძლიერი შეტევით იღებენ“.
- „პრინციპები ღერძია, რის გარშემოც ტრიალებს პოლიტიკის ბარომეტრის ისრები“.
- „როცა ჭკვიან ადამიანს იპყრობს სურვილი თავისი ხასიათი გააცნოს სხვას, მისცეს გულის გასაღები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მას ღვინო თავში ავარდნია“.
- „ამაღლებული სულის ადამიანები ლამობენ უბედურება სიქველედ წარმოადგინონ. თანაც, კეთილი საქმე, თუკი იგი დანაშაულად გეთვლება, უსაზღვროდ მიმზიდველია. უმწიკვლოება მანკიერებასავით გამომწვევევია“.
- „ქალებს შეგვიძლია მამაკაცს ვაპატიოთ სიმკაცრე, შეურაცხყოფა, რადგან მაინც ვგრძნობთ ასეთ შემთხვევაშიც მათ სიყვარულს, მაგრამ გულგრილობა!.. გულგრილობა პოლარულ ყინულს ჰგავს, ყოველივეს შთანთქავს“.
- „გენიოსი მარტოოდენ საკუთარი თავის წინაშე აგებს პასუხს. ბრძოლის იარაღის არჩევაში ერთადერთი მსაჯი თავადვეა, რადგან ბრძოლის საბოლოო მიზანი მხოლოდ მან უწყის. კანონების ზემოთ უნდა დადგეს, ვინაიდან მათ გარდასაქმნელად თავადვეა მოწოდებული. თავისი საუკუნის მბრძანებელი ვინც გახდება, უფლება აქვს გაწიროს ყველაფერი და დაეპატრონოს მას. რადგან ყოველივე მის საკუთრებას შეადგენს“.
- „გრძნობათა დახვეწილობა ყოველთვის არ წარმოშობს მანერების დახვეწილობას. რასინს თუ კეთილშობილი დიდებულის გარეგნობა ჰქონდა, კორნელი კამეჩებით მოვაჭრეს ჰგავდა. დეკარტე დიდად პატივცემულ ჰოლანდიელ დიდვაჭარს მოგაგონებდათ. მხარზე ფოცხგადებულ მონტესკიეს როცა ხვდებოდნენ საღამური ჩაჩით თავზე, ლა ბრედის სასახლის უცხო სტუმრებს ის უბრალო მებაღე ეგონათ. რჩეული საზოგადოების ჩვევები, უკეთუ ისინი ადამიანს მაღალი წარმოშობით ან დედის მუცლიდან არ დაჰყოლია, აღზრდით ყალიბდება. აღზრდას კი ხელს უწყობს შემთხვევით თანდაყოლილი სიკოხტავე, სახისნაკვთების სინატიფე, ხმის ჟღერადობა“.
- „რა ადვილია ვინმეს მიანიჭო ბედნიერება, თუ ეს ბედნიერება არაფრად გიჯდება“.
- „ის ვინც შედეგებს ამჩნევს, მიზეზებსაც პოულობს“.
- „ნიჭიერი, გონებრივად განვითარებული ადამიანები დაჯილდოებულები არიან ლოკოკინის უკანხედვით. ძაღლის ყნოსვით, თხუნელას სმენით. ისინი თავის გარშემო ყველაფერს ხედავენ, გრძნობენ, ისმენენ. მუსიკოსი და პოეტი ისე სწრაფად აღიქვამს მსმენელთა აღტაცებას და უგულებელყოფას, როგორც მცენარე შესაბამისი გარემოს გავლენით ან ჰყვავის, ან ჭკნება“.
- „თუ პოეზიის დანიშნულებაა ისე გამოიფინოს აზრები თვისი, რომ ყველას თვალი მისწვდეს და ყველამ შეიგრძნოს, მაშინ პოეტი ადამიანის გონების ყველა შესაძლებლობას უნდა ჩასწვდეს, რათა დააკმაყოფილოს იგი. პოეტი კაშკაშა ფერებით უნდა ფარავდეს ლოგიკასა და გრძნობას, ორ ურთიერთმოწინააღმდეგე ძალას. ფიქრების მრავალი გრძნობა უნდა გამოხატოს ერთი სიტყვით, მთელი ფილოსოფია ერთი ტილოთი. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვები თესლია, რამაც ადამიანთა გულებში პირადი გრძნობებით შექმნილი კვლები უნდა იპოვოს და ყვავილებად გადაფურჩქნოს. უნდა ყოველივე შეიგრძნო, რათა გამოხატო ყოველივე. და თუ ყოველივეს გრძნობ, ხომ იტანჯები კიდეც? ამიტომაც, პოეზია აზრის და საზოგადოების გაშლილ სივრცეში იბადება გამთანგველი მოგზაურობის შედეგად“.
- „ბედნიერი ცხოვრების მოლოდინში გონება ჩლუნგდება, სული ითრგუნება“.
- „მე ყოველთვის იმაზე მეტად მეყვარებით, ვიდრე თქვენ შემიყვარებთ, რადგან სიყვარულისთვის მე უფრო მეტი მიზეზი მაქვს. თქვენ ანგელოზი ხართ, მე კი ადამიანი“.
- „ზოგ ადამიანს ყველაფრის ნება ეძლევა, შეუძლია უკიდურესად უგუნურად მოიქცეს, მისი ყოველგვარი მოქმედება დასაშვებად ითვლება. რაც უნდა ჩაიდინოს, მაინც გაამართლებენ. სამაგიეროდ, მეორე ჯურის ადამიანთა მიმართ საზოგადოება წარმოუდგენელ სიმკაცრეს იჩენს: ისინი ყოველთვის კარგად უნდა იქცეოდნენ, არც არასოდეს ტყუვდებოდნენ, არც სცოდავდნენ, ერთი სისულელეც კი არ უნდა წამოსცდეთ. ვითომდა სათაყვანებელი ქანდაკებები არიანო, ისე უნდა იდგნენ კვარცხლბეკზე, რაკი ზამთრის ცივი სუსხი თითს წააცლის, ან ცხვირს მოამტვრევს, მაშინვე გადმოაგდებენ. არავითარი ადამიანური ვნება არ ეპატიებათ, ვალდებულნი არიან იყვნენ მარადჟამს ღვთაებრივნი და სრულყოფილნი“.
- „ზოგიერთ ქალს წინასწარი გადაწყვეტილების მიღება აშინებს, რაიც მათ გრძნობათა დახვეწილობაზე მიუთითებს, თავდავიწყების აყოლა უყვარს და არა დარწმუნებისა. საერთოდ კი ნაძალადევად თავსმოხვეული სიამოვნება არავის მოსწონს“.
- „მუხლებზე არ იჩოქებიან იმისათვის, რათა ხელახლა ითხოვონ ის, რაც უკვე მიღებული აქვთ“.
- „არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მოშორდებიან თუ არა იმ პირებს, საგნებს და ადგილებს, რაც მათ ცხოვრებას ერთგვარ ჩარჩოს უქმნის, თითქოს კარგავენ გარეგნობასაც და ღირსებასაც“.
- „ქალებს, როცა სასინანულოდ უხდებათ გიჟური თავდავიწყება, მაშინ სიყვარულიც უკვე აღარ ეპიტნავებათ“.
სტატიის გაგრძელება იხილეთ შედეგ გვერდზე