– რა არის სიცოცხლე?
– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
– სიკვდილი?
– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
(გოდერძი ჩოხელი)
არავინ იცის, რა არის სიკვდილი, და არის თუ არა იგი უდიდესი სიკეთე ადამიანისათვის, მიუხედავად ამისა, მისი ეშინიათ, თითქოსდა იციან, რომ იგი უდიდესი ბოროტებაა
(პლატონი)
ყველამ იცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ რაკი ის მოახლოებული არ არის, არავინ მის შესახებ არ ფიქრობს
(არისტოტელე)
სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს.
(გოდერძი ჩოხელი)
რაა სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ – ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს.
(გოდერძი ჩოხელი)
ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან, სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან, სადაც სინამდვილეში ელოდება ის.
(გოდერძი ჩოხელი)
სიცოცხლე ცვლაა… ყველაფერი ცვლაა… ამ ცვლაში არა რჩება რა… რჩება?! მაგრამ მისი ხელშეხება ძნელია… სიცოცხლის სიტკბო კი ეს ხელშეხებაა
(გრიგოლ რობაქიძე)
ყველაფერი შეიძლება წავართვათ ადამიანს, სიმდიდრე, ნიჭი, სამშობლო, სიცოცხლე და ა.შ., მაგრამ ვერვინ ვერ წაართმევს სხვას მის სიკვდილს
(ჰაიდეგერი)