მთავარი საკითხავი ოთარ ჭილაძის 10 მცნება

ოთარ ჭილაძის 10 მცნება

by guramus

1. ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე ადამიანის სულია, ანუ სული იგივე სინდისია. აქედან დასკვნა: თუკი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი.
2. მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე…

3. სახლი მხოლოდ ის ადგილია, სადაც სხეული ეშვება სულის ღუზასავით.

4. მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

5. სიყვარულიც თავისებური ომია, ომის და დაპირისპირების განსაკუთრებული სახეობაა, თუმცა ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების მეტი უნარი აღმოაჩნდება; ამიტომაცაა ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობს გასაგები გახდეს ვინმესთვის.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე