მთავარი საკითხავი ოთარ ჭილაძის 10 მცნება

ოთარ ჭილაძის 10 მცნება

by guramus

6. ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.
7. ბავშვებს ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ენით უთქმელ, უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ.

8. რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ მით უკეთესი, მერე მშვიდად გაატარებ დარჩენილ დროს. თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს, მოსამზადებელი დროა: როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები, – ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები.

9. ადამიანი თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ, რომ მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი და ყური – ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც… მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება გაჩენის დღიდან, და აქამდე არ იცის, ვერ დაუდგენია, რომელი ურჩევნია, რომელ ნაპირს მიეტმასნოს, რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით, რომელს მიეფეროს და რომელს გაულაწუნოს მღვრიე ტალღა სილასავით.

10. თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს.. ყველას ვუსურვებ, იპოვოს სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით…

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

სულაც არ არის ნორმალური, იცოდე რა გსურს – აბრაჰამ მასლოუს 20 აზრი

ერიხ მარია რემარკის 15 ოქროს ციტატა

ფრედერიკ ბეგბედერი — „99 ფრანკი“ (ამონარიდები)