სასწორისთვის იდეალური ქალი უნდა იყოს ლამაზი და ელეგანტური. ის უპირატესობას ვიზუალს ანიჭებს, ასე რომ – სტილი და სილამაზე პირველ ადგილზე დგას.
მორიელი არის პარადოქსების მოყვარული. ამიტომ მას უყვარს გარედან უხეში, კონფლიქტური და აგრესიული, ხოლო შინაგანად საყვარელი და გულჩვილი მანდილოსნები. მათთვის ემოციებზე თამაში დიდი სიამოვნებაა.
მშვილდოსანი აღტაცებაში მოდის ქალით, რომელიც მოგზაურობის და გიჟური იდეების მოყვარულია. რომელთანაც იგი არ მოიწყენს და გააკეთებს ისეთ რაღაცას, რასაც თვითონ ვერც კი გაბედავდა.
თხის რქა ბედნიერი გახდება, თუ იპოვის ქალს, რომელიც ტრადიციული და მშვიდია, ასევე უყვარს იუმორის გრძნობა და სარკაზმი ქალში. ხანდახან მოსწონს, როდესაც ლიდერი მანდილოსანია და ამით ტვირთს იხსნის მხრებიდან.
მერწყული ბედნიერია, როცა მისი მეწყვილე თავისუფალი და სპონტანურია. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თვისებები როგორიცაა ერუდირება, ინტელექტი და “დამცინავი ხასიათი”.
თევზები იდეალურს ჩათვლის ქალს, რომელიც ერთბაშად თამაშობს დედას, ცოლს, დიასახლისსა და ფსიქოლოგს. თევზები ბუნბით სუსტები არიან, ამიტომ “ყველა ერთში” პაკეტი სჭირდებათ.