მთავარი საკითხავი ორჰან ფამუქის ციტატები წიგნიდან – მდუმარე სახლი

ორჰან ფამუქის ციტატები წიგნიდან – მდუმარე სახლი

by guramus

,,საინტერესა,ნუთუ ჰგნიათ,რომ ცეკვავენ?მუხლებში იღუნებიან და სულელი ქათმებივით თავებს აკანტურებენ.განა ძალიან მოსწონთ? სხვას ჰბაძავენ.ის კი არ იციან,რომ სასაცილო მოძრაობები უფრო სასაცილო ხდება,თუ მუსიკას საერთოდ ვერ გრძნობ”.

,,ყოველი დღე ახალი სამყაროა,ფატმა,იგი ჩვენსავით ყოველ დილას ხელახლა იბადება და ეს ისე მაღელვებს,რომ ზოგჯერ მზის ამოსვლამდე ვიღვიძებ,ველოდები:აი,ახლა ამოვა მზე და ყველაფერი განახლდება.მეც განვახლდები და ისეთ რამეს ვნახავ,წავიკითხავ,გავიგებ,რაც მანამდე არ ვიცოდი.რაც უკვე ვისწავლე,იმასაც ხელახლა ვნახავ.ამაზე ფიქრი მახარებს.ისე ძალიან მახარებს,მზად ვარ,ლოგინიდან წამოვხტე,ბაღში გავვარდე და მზის ამოსვლას ვუყურო.”

,,ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ,მაგრამ თავისუფლებას ირგვლივ მყოფები გვიზღუდავენ”

,,თუ გინდა უბედური იყო,ბოლოს და ბლოს ,შენი ნებაა,მაგრამ როცა მიზეზით სხვები უბედურდებიან,სწორია?შენი სულელური მორალური პრინციპების გამო რომ იტანჯებიან,მოგწონს?”.

,,სამყაროს ვერ შემოსწყრები,ვერ შეცვლი,შეიძლება მხოლოდ იდავო,იკამათო ყველაფრის ხელში ჩაგდების სურვილის,ადამიანთა ანგარების გამო.”

,,რა უცნაური რამ არის სიყვარული!თითქოს აწმყოში არც კი ვცხოვრობ.”

,,ადამიანს იმედი აცოცხლებს.კაცი მოკვდება,იმედმა თუ არ დააყენა ფეხზე,იმედმა თუ არ გააძლებინა.ზოგჯერ კაცი,განსაკუთრებით ბავშობაში,ფიქრობს:რომ მოვკვდე,რა მოხდებაო?..მაშინ ამბოხს სურვილი ავსებს სულს.თუ ამ გრძნობაზე მაღლა დადგები,გაიგებ,რა ყოფილა იგი-მხოლოდ და მხოლოდ ცნობისმოყვარეობა-რა იქნება ჩემ მერე?აუტანელია ეს ცნობისმოყვარეობა..”

,,ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა მხოლოდ გარკვეულ ზღვარამდე შეუძლია.იმის იქით კი გზა აღარ არის.სწორედ აქ იწყება ფუჭსიტყვაობა.”

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ რობაქიძის 18 გენიალური ციტატა