მთავარი საკითხავი სულ სხვა 10 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

სულ სხვა 10 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

by guramus

10. ჯერალდ დარელი – „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“
ეს ბრწყინვალე მონათხრობი – პირველი ნაწილია მწერალ-ნატურისტის ჯერალდ დარელის ცნობილი ტრილოგიისა, რომელიც მოგვითხრობს საბერძნეთის კუნძულ კორფუზე გატარებულ ბავშვობაზე. იგი გონებამახვილურად გვიყვება საოცარ ცხოველებზე და მათ სახალისო ქცევებზე. წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ რწმუნდები, რა მშვენიერია სამყარო.

9. აბდელსელუ – „შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება“
ფრანგული ფილმის „ხელშეუხებელნი“ („1+1“), მთავარი გმირების ნამდვილი ამბავი. ეს არის გასაოცარი ისტორია ორი ადამიანის მეგობრობაზე, რომელთა ცხოვრების გზები წესით არასდროს გადაიკვეთებოდა – პარალიზებული ფრანგი არისტოკრატისა და უმუშევარი ალჟირელი ემიგრანტის. მაგრამ ისინი შეხვდნენ და მათი ცხოვრება შეიცვალა.

8. ელინორ პორტერი – „პოლიანნა“
რამდენად მარტივია ცხოვრებაში მხოლოდ ნათელი მხარის დანახვა? სავარაუდოდ, არც ისე: რადგან ჩვენ ხომ ზრდასრულები ვართ, მრავალი პრობლემით გარემოცულნი, მშვენივრად ვიცით, რომ ბევრი კარგი არ არსებობს. მაგრამ თუ ბედნიერებას თამაშად ვაქცევთ, შემდეგ კი ცხოვრების პრინციპად, შესაძლოა რეალობას სხვა თვალით შევხედოთ? პოლიანნას ისტორია – ყველაზე ჭეშმარიტი ანტიდეპრესანტია.

7. კენ კიზი – „მეზღვაურის სიმღერა
კენ კიზი დიდი ხანი ემზადებოდა ამ სიმღერისთვის, მწერლობის მრავალწლიანი დუმილის შემდეგ შეიქმნა იგი – სიმღერა ალიასკაზე, მკაცრ მხარეზე, უბრალო ადამიანებზე და ზღვაზე. სიმღერაში, რომელშიც ასე მძვინვარებს სარკაზმი, მწვავე იუმორი, გვეჩვენება, რომ მკითხველი ცხოვრების ფსკერამდე ჩაჰყავს, რათა შემდეგ ამოიყვანოს სინათლეზე და დამუხტოს სიცოცხლის ჭეშმარიტი და უკვდავი სურვილით.

6. ნარინე აბგაიანი – „მანუნია“
„მანუნია“ – ნათელი, მზის სხივებით დამუხტული და სამხრეთული ბაზრის სუნით გაჟღენთილი, შესანიშნავი, სახალისო მონათხრობი ბავშვობაზე, ორ მეგობარ გოგონაზენარესა და მანუნიაზე, მრისხანე და კეთილ მანუნიას ბებიაზე, აგრეთვე მრავალ მათ ნათესავზე, რომლებიც გამუდმებით უცნაურ სიტუაციებში ხვდებიან. ეს არის სწორედ ის თბილი, ხალისიანი და მხიარული თავგადასავლებით სავსე ბავშვობა, რომელიც აბედნიერებს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე