მთავარი საკითხავი 10 გენიალური წიგნი, რომლებიც თავიანთ სამყაროში ჩაგითრევენ და გარშემო ყველაფერს დაგავიწყებენ

10 გენიალური წიგნი, რომლებიც თავიანთ სამყაროში ჩაგითრევენ და გარშემო ყველაფერს დაგავიწყებენ

by guramus

 

ეს ის წიგნებია, რომლებიც ვიდრე ბოლო წინადადებას არ წაიკითხავთ, ერთი წუთითაც არ შეგასვენებენ. ძილი, ჭამა, საოჯახო საქმეები, სამსახური – ეს ყველაფერი უმნიშვნელოა.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 წიგნს, რომლებიც თავიანთ სამყაროში ჩაგითრევენ:

შტეფან ცვაიგი – „ქალის ცხოვრების 24 საათი“ – ავსტრიელმა მწერალმა ყველაზე კარგად შეძლო გულახდილად, მაგრამ ტაქტის მაქსიმალური დაცვით მოეთხრო ადამიანის ყველაზე ინტიმურ განცდებზე. თავბრუს დაგახვევთ უმცირესი დეტალების დაწვრილებითი აღწერა, მათგან კი, ნელ-ნელა წარმოისახება რეალური პირები, რომლებიც თითქოსდა თქვენს გვერდით ძალიან ახლოს და თქვენს გარშემო არიან.

ჯოან ჰარისი – „ხუთი მეოთხედი ფორთოხალი“ – უმცროსი ქალიშვილი დედისგან ანდერძად მხოლოდ კულინარიულ წიგნს ღებულობს. ის საკუთარ კაფეში საკვების მომზადებისას ამ წიგნით ხელმძღვანელობს და ცდილობს თითოეული დეტალი შეისწავლოს. ეს წიგნი მოგითხრობთ საშინელ წასრულზე, რომლის გახსენებაც ხშირად არ ღირს.

უინსტონ გრუმი – „ფორესტ გამპი“ – ამავე დასახელების ფილმის საოცარ წარმატებას წინ თავად ნაწარმოების წარმატება უძღვოდა, რომელიც ერთდროულად ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, ამერიკული ოცნების განსახირება და მკვეთრი სატირაა, ბოლოს ხსენებული კი გაცილებით ნაკლებად იგრძნობა ფილმში. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავარი გმირი წიგნში უფრო ჭკვიანი და ცოტათი გაღიზიანებულია, ხოლო სიტუაცია კი უფრო ფანტასტიკურია.

არტულ ჰეილი – „აეროპორტი“ – აეროპორტის თანამშრომლებს ერთი-მეორეს მიყოლებით უამრავი პრობლემა ექმნებათ. ძლიერი ქალიშხალი მოიცავს აეროპორტს, ერთი-ერთი თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას განახორციელებს, ასევე, პროდუქტებით სავსე მანქანა სადღაც იკარგება. ამავდროულად თანამაშრომლებს საკმარისად აქვთ საკუთარი პრობლემები და დრამები. ეს ყველაფერი კი ერთ ხუთშაბათ დღეს ხდება. გასაოცარი ისტორია, რომელიც დაწერილია იშვიათი ჟანრის რომანის სტილში, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე