მთავარი ფილმები სამეფო კარის თამაშები – სერიალი, რომელმაც ქართული მაყურებელი გადარია

სამეფო კარის თამაშები – სერიალი, რომელმაც ქართული მაყურებელი გადარია

by guramus

სამეფო კარის თამაშები ამერიკული სერიალია, რომელიც ძირითადად ფანტასტიკური დრამის ჟანრს მიეკუთვნება. სცენარი ჯორჯ მარტინის ნოველის ‘ ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ‘ ადაპტაციას წარმოადგენს.

სერიალის პრემიერა 2011 წლის 17 აპრილს შედგა. მისი შემქმნელი სტუდია არის HBO და გადაღებულია 7 სეზონი. მერვე სეზონის გადაღება 2018 ან 2019 წელს დაიწყება.

სატახტო გვარებს შორის მიმდინარეობს დაძაბული ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით, ყინულის კედლის მიღმა მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება.

საინტერესო ფაქტები

სპეციალურად სერიალისთვის შეიქმნა სალაპარაკო ენა Dothraki. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დოტრაკი უკვე 3 ათას სიტყვას მოიცავს და სავსებით შესაძლებელია, რომ მისი მეშვეობით ვილაპარაკოთ.

ჰარვარდის უნივერსიტეტში სამეფო კარის თამაშები ოფიციალურად შეტანილია სასწავლო პროგრამაში.

აღნიშნული სერიალი ყველაზე მოპარვადია ინტერნეტში. ტორენტ საიტებზე ყველაზე მოთხოვნადი ფაილები სწორედ სამეფო კარის თამაშების სერიებია.

პიტერ დინკლეიჯმა კასტინგი არ გაიარა. იგი სცენარისტებმა პირდაპირ შეარჩიეს. ამასთანავე, პიტერმა თავისი დის როლში ლენა ჰედი მიიყვანა და ისიც უქასთინგოდ შეირჩა.

თრეილერები

https://youtu.be/iGp_N3Ir7Do

სამეფო კარის თამაშები სეზონი 1


სამეფო კარის თამაშები სეზონი 2


სამეფო კარის თამაშები სეზონი 3


სამეფო კარის თამაშები სეზონი 4


სამეფო კარის თამაშები სეზონი 5


სამეფო კარის თამაშები სეზონი 6


სამეფო კარის თამაშები სეზონი 7