მთავარი საკითხავი სიზმრის ახსნა – ა

სიზმრის ახსნა – ა

by guramus

აბაზანა – თუ ახალგაზრდამ ნახა სიზმარში, ეს მოასწავებს საყვარელ ადამიანთან დაძაბულ ურთიერთობას. ფეხმძიმე ქალის მიერ ნანახი აბაზანა მოასწავებს, რომ მას შეიძნება ნაყოფი დაეღუპოს. მამაკაცის მიერ ნანახი კი მის საქმიანობაში კრახზე მიუთითებს.

აბანო – ძალიან სასიამოვნო სიზმარია და მოასწავებს, რომ ჯანმრთელობა ძალიან გაგიუმჯობესდებათ. თუ სიზმარში სხვები ბანაობენ და თქვენ უყურებთ, ელოდეთ, რომ სასიამოვნო ადამიანები გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში.

აბები – თუ გესიზმრათ, რომ სხვებს აწვდით აბებს, ნიშნავს რომ თქვენი ახლობლები შეწუხებულები არიან თქვენი უხასიათობით, ამიტომ გმართებთ, რომ შეიცვალოთ.

აბორტი – სიზმარში თუ ქალი აბორტზე თანხმდება, ცხადში სიფრთხილე მართებს. შესაძლოა მან ისეთი რამე გააკეთოს, რაც მის სახელს შეარცხვენს.