მთავარი საკითხავი ბალზაკის გამონათქვამები ცხოვრების შესახებ

ბალზაკის გამონათქვამები ცხოვრების შესახებ

by guramus

სამწუხაროდ, ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ სასარგებლო ან აუცილებელი საგნების ფასზე ვაჭრობთ: უდარდელად ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის.

საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!…

ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.

შეყვარებულს სურს, თავის სატრფო აბრეშუმში გაახვიოს. უმეტეს შემთხვევაში კი მის სხეულს ჭუჭყიან ლოგინზე ეუფლება.

ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა.

თანაგრძნობა, რომელსაც ამაოდ ვეძებდი მაღალი საზოგადოების ცივ სფეროებში, აქ იყო, იგი ჭეშმარიტ ნელსაცხებელივით დამაამებელ მტკიცე განცდას წარმოადგენდა…

მამაკაცს ნამდვილი უპირატესობა ეძლევა, როცა მისი შეუპოვრობით აფორიაქებული ან შეშინებული ქალის გონების დაპყრობას ახერხებს.

იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ, ამით შეიძლება ქორწილიც კი ჩაგეშალოს.

წერილით უფრო ადვილია სიყვარულისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ვიდრე ცოცხალი სიტყვით.

როდესაც ადამიანი ცრუობს, ის იძულებული ხდება, სიცრუე სიცრუეს დაუმატოს.

როგორც კი რამე უბედურება დაგვატყდება თავს, მაშინვე მახარობლად ვინმე მეგობარი მოგვევლინება და გულში ჩხრეკას იწყებს ხანჯლით, რომლის ტარითაც ჩვენ წინაშე თავს იწონებს.

გაუბედავობა ერთ-ერთი პირველი სათნოებაა სიყვარულისა.

როდესაც კატა სახურავზე დარბის, თაგვები იატაკზე ცეკვავენ.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანის ცხოვრების ზოგიერთი მოვლენა, ლიტერატურულად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გვეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ უტყუარ სინამდვილეს წარმოადგენს. შეიძლება ეს იმიტომ, რომ თითქმის ყოველთვის გვავიწყდება გავაშუქოთ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება რამე ფსიქოლოგიური სინათლით, ამ გადაწყვეტილებების გამომწვევი იდუმალად შეცნობილი მიზეზების აუხსნელად.

ალბათ არსებობენ გონიერი ადამიანები, რომლებიც ზოგიერთი ცხოველის მსგავსად, კარგავენ შემოქმედების უნარს, როგორც კი მათ მშობლიური კლიმატიდან გადაასახლებენ.

ქალის შეცდომები თითქმის ყოველთვის მომდინარეობს იქიდან, რომ მათ სწამთ კეთილი და დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში.