მთავარი ჯანმრთელობა ფრჩხილის სოკოსგან განკურნების ყველაზე ეფექტური და მარტივი მეთოდი

ფრჩხილის სოკოსგან განკურნების ყველაზე ეფექტური და მარტივი მეთოდი

by guramus

მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს ისეთი უსიამოვნო პრობლემა, როგორიც ფრჩხილის სოკოა. ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებში, რომლებიც მეტისმეტად ვიწრო ფეხაცმელს და სინთეტიკურ წინდებს ატარებენ, ვინაიდან ეს იწვევს ფეხების სისველეს, რაც ბაქტერიებისა და სოკოს გამრავლების საუკეთესო პირობაა.

კიდევ ერთი გავრცელებული ფაქტორი, რომელიც სოკოს გავრცელებას იწვევს ქალებში, ფრჩხილებზე ლაქის წასმაა – ეს არ აძლევს ფრჩხილებს სუნთქვის საშუალებას და ასუსტებს.

ფეხისა და ფრჩხილის სოკო საკმაოდ დელიკატური პრობლემაა – იგი იწვევს ქავილს, კანის აქერცვლას, ფრჩხილის გასქელებასა და უსიამოვნო სუნს.

ამ პრობლემასთან გამკლავება საკმაოდ რთული და ძვირადღირებულია. სცადეთ შემდეგი საშუალება:

ინგრედიენტები:

• 6 ჭიქა თბილი წყალი;

• 3 კოვზი საკვები სოდა;

• ნახევარი ფინჯანი ვაშლის ძმარი.

მომზადების წესი:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ჩაალაგეთ მიღებულ ხსნარში ფეხები 15 წუთით, შემდეგ გაიკეთეთ პილინგი.
გახსოვდეთ, რაც უფრო თბილია წყალი, მით უფრო ეფექტურია ეს მეთოდი.

გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად და მალე სრულიად გათავისუფლდებით ფრჩხილის სოკოსგან.
ნებიერი ხალხური მკურნალობის მეთოდის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!