მთავარი ჯანმრთელობა კიბოს უჯრედები ტუტე არეში იღუპებიან – რატომ არ იყენებენ მას ექიმები?

კიბოს უჯრედები ტუტე არეში იღუპებიან – რატომ არ იყენებენ მას ექიმები?

by guramus

თუ არც ერთ დაავადებას, მათ შორის, არც კიბოს არ შეუძლია ტუტე არეში არსებობა, რატომ არ იყენებენ ამ მეთოდს ექიმები ონკოლოგიური დაავადებების განსაკურნებლად?

პირველ რიგში, დავაზუსტოდ: ჩვენი სისხლი უკვე ტუტოვანი არეა, უფროსწორად, სუსტტუტოვანი – სისხლის рН დონე, საშუალოდ, 7.4-ს უდრის.

ბევრ დაავადებას შეუძლია სუსტტუტოვან არეში გადარჩენა, ჩვენი სისხლი კი სწორედ ასეთი არეა. არსებობს მოსაზრება, რომ სიმსივნური წარმონაქმნის ან სხვა დაავადების განკურნება სრულებით შესაძლებელია ორგანიზმის გატუტოვნებით. ეს ლოგიკურია, თუ ლაბორატორიულ პირობებში სიმსივნურ უჯრედებზე, ბაქტერიებსა და ვირუსებზე ტუტეს (ნატრიუმის ჰიდროქსიდს рН-13) დავაწვეთებთ, ისინი მაშინვე განადგურდებიან.

მაშინ, რატომ არ ანადგურებენ ონკოლოგიურ დაავადებას გათბობით? – ვერაფერი გადაურჩება 120 გრადუსიან ტემპერატურას. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ეს მოკლავს ავადმყოფს.

იმავეს ვუპასუხებდით ორგანიზმის გატუტოვნებაზეც: სისხლში ნატრიუმის ჰიდროქსიდის მაღალი შემცველობა მოკლავს პაციენტს. მეცნიერებისთვის არ არის ცნობილი, თუ рН-ის რა დონეა ადამიანისათვის სასიკვდილო. დიდი ალბათობით, ეს 7.8 და მეტია.

ყველაფერი, რაც მაღალია, შეუსაბამოა სიცოცხლესთან. ნორმიდან ნებისმიერი გადახრა იწვევს სერიოზულ პრობლემებს და მეტყველებს ორგანიზმში სერიოზულ დარღვევაზე. ჩვენთვის სასიკვდილოა მეტისმეტად მჟავე, ისევე, როგორც მეტისმეტად ტუტოვანი არე ორგანიზმში.

დაავადებებთან საბრძოლველად ორგანიზმის უფრო გატუტოვნება უსარგებლოა – ჩვენი სისხლი ისედაც სუსტტუტოვანია.
ნებისმიერი გადახრა – ამა თუ იმ მხარეს – საშიში შედეგებით დასრულდება კიბოს განადგურება შესაძლებელია, თუ კიბოს უჯრედებს გადავუჭრით ყველა საშუალებას ჟანგბადის მისაღებად. ეს ეხება გლუკოზასაც – იგი არა მხოლოდ კიბოს, არამედ ჯანსაღ უჯრედებსაც სჭირდება.

გამოდის, რომ ორგანიზმის გატუტოვნება უსარგებლოა – ეს გამოიწვევს როგორც კიბოს უჯრედების, ასე ავადმყოფის დაღუპვას. ასეთივე ეფექტი ექნება სხვა საშუალებებს კიბოსთან ბრძოლაში, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ.