მთავარი ჯანმრთელობა გამოიყენეთ ამ 5 ნატურალური საშუალებიდან ერთ-ერთი და ქერტლი უკვალოდ გაქრება

გამოიყენეთ ამ 5 ნატურალური საშუალებიდან ერთ-ერთი და ქერტლი უკვალოდ გაქრება

by guramus

მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ს აწუხებს ქერტლი. იგი ნებისმიერ ასაკში ჩნდება, თუმცა, ძირითადად, 20-30 წლის ახალგაზრდებში ჭარბობს. ასეთი მოუხერხებელი მდგომარეობა იწვევს თავის ქალის სიმშრალეს, თმის ცვენასა და ნეგატიურ გავლენას თქვენს თავმოყვარეობაზე.

გთავაზობთ ქერტლის მოშორების 5 ნატურალურ საშუალებას:

1. ჩაის ხის ზეთი

შამპუნში ერთი წვეთი ჩაის ხის ზეთის ჩამატებაც კი შესამჩნევად გააუმჯობესებს თქვენი თავის ქალის მდგომარეობას. როცა საქმე ქერტლს ეხება, ჩაის ხის ზეთი ნამდვილად ეფექტურად დაგეხმარებათ მისი ანტიბაქტერიული და სოკოსსაწინააღმდეგო თვისებების წყალობით.

გამოყენების წესი:

• შეგიძლიათ 8-10 წვეთი ზეთი დაუმატოთ 200 მლ-იან ბოთლს. დაიბანეთ თავი ჩვეულებრივი გზით, ოღონდ მიეცით შამპუნს კარგად შეწოვის საშუალება. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და ბუნებრივად გაიშრეთ;

• ან გამოიყენოთ იგი ყოველდღიურ ზეთებთან ერთად – იქნება ეს ნუშის თუ ქოქოსის ზეთი. ¾ რეგულარულ ზეთს უნდა დაუმატოთ 15 წვეთი ჩაის ხის ზეთი. დაიტანეთ მიქსტურა თმაზე, შეიზილეთ თავის ქალამდე, გაიჩერეთ მთელი ღამით და დაიბანეთ დილით.

2. ვაშლის ძმარი

გაუფილტრავი და სრულიად ორგანული ვაშლის ძმრის სოკოსსაწინააღმდეგო თვისებები დაგეხმარებათ კანის ქავილისა და ქერტლის მკურნალობაში. მისი მჟავური შემცველობა ცვლის თავის ქალის pH დონეს და ხელს უშლის სოკოების გაჩენას.

გამოყენების წესი:

• შეურიეთ ვაშლის ძმარი წყალს 1:1 პროპორციით;

• თმების დაბანის შემდეგ, დაიტანეთ ნარევი სველ თმებზე;

• შეიზილეთ კარგად თავის ქალაზე და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, თავის დაბანამდე.

3. ნატურალური თაფლი

თაფლს უამრავი სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, თუ მას უმად ვიყენებთ. თაფლი ნატურალური დამატენიანებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია ტენის შეანრჩუნება თმისთვის – ამით ხელს უშლის თმის გამოშრობას. ამას გარდა, ამდიდრებს თმას ვიტამინებით A, B, C, D, E და B-კომპლექსით. წარმოქმნის ისეთ ბუნებრივ მინერალებს, როგორებიცაა კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი და ა.შ. უმი თაფლი ეფექტურია ქერტლისა და სოკოვანი დერმატიტის დროსაც.

გამოყენების წესი:

• დაისველეთ თმა;

• გააზავეთ თაფლი წყალთან – 9:1;

• შეიზილეთ ქალაზე 3-5 წუთის განმავლობაში და გაიჩერეთ რამდენიმე საათით;

• ჩამოიბანეთ თმები.

4. საკვები სოდა

ნატრიუმის ბიკარბონატი, ან, როგორც ცნობილია, საკვები სოდა, დამტკიცებულია, რომ ეფექტურია 40 სახის დერმატოფიტის, 18 სახის საფუარასა და 12 სახის ობთან დაკავშირებულ ინფექციებთან ბრძოლაში სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. საკვები სოდა, ასევე, იდეალური ამქერცლავია და, მისი დატანება თავის ქალაზე მოაშოწრებს კანის მკვდარ უჯრედებს.

გამოყენების წესი:

• დაუმატეთ კარგი ხარისხის სოდა რეგულარულ შამპუნს და გამოიყენეთ ჩვეულებრივ;

• ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის ძმრისა და სოდის კომბინაცია. უბრალოდ შეურიეთ, დაიტანეთ ქალაზე და ჩამოიბანეთ;

• შეურიეთ საკვები სოდა ვარდის ზეთს, დაიტანეთ ქალაზე, გაიჩერეთ 2-3 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

• არ წაისვათ საკვები სოდა უშუალოდ კანზე!

5. ლიმონი

ლიმონი ყველაზე ცნობილი, ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი საშუალებაა ქერტლის მოსაშორებლად. იგი აბალანსებს pH დონეს თავის ქალაზე და გაცილებთ ქავილს. ლიმონი, ასევე, გაცილებთ ჭარბ სიბინძურესა და ცხიმს თავის ქალიდან, რის შემდეგაც იკლებს საფუარა სოკოს გავრცელება.

გამოყენების წესი:

• დაიტანეთ ლიმონის წვენი ქალაზე;

• გაიჩერეთ 35-40 წუთით;

• ჩამოიბანეთ წყლით;

• ასევე, შეგიძლიათ შეურიოთ თაფლს ან წყალს.