მთავარი რჩევები რა განსხვავებაა ეპილაციასა და დეპილაციას შორის?

რა განსხვავებაა ეპილაციასა და დეპილაციას შორის?

by guramus

სხეულზე არასასურველ თმასთან ბრძოლა თანამედროვეობის გავლენა არ არის. მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, რომსა და საბერძნეთში ებრძოდნენ.

იმდროინდელ რეცეპტებს ჯერ კიდევ იყენებენ თანამედროვე კოსმეტიკურ საშუალებებში თმების მოსაშორებლად, თუმცა, მათი ტექნიკური პროგრესი მაინც ვერ უმკლავდება არასასურველ თმას. დღეისათვის, მაგალითად, შესაძლებელია თმების მოშორება სამუდამოდ.

მოდით, გადავხედოთ არასასურველ თმასთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებებს.

„ეპილაცია“ და „დეპილაცია“ – მნიშვნელობის მიხედვით ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. თუმცა, ამ ორ ტერმინს შორის არსებობს ერთი მცირე განსხვავება.

დეპილაცია – სხეულზე ხილული თმის მოშორებას ნიშნავს, თმის ფოლიკულის დაზიანების გარეშე. თუ გსურთ, რომ თმა სამუდამოდ მოიშოროთ, დეპილაცია ამაში ვერ დაგეხმარებათ. მისი ეფექტი დროებითია, ამიტომ, ამ პროცედურის ჩატარება მუდმივად საჭიროა.

დეპილაციაში მოიაზრება: პარსვა, თმების მოშორება სპეციალური კრემებითა და ლოსიონებით, ცვილი, შუგარინგი(შაქრის გამოყენებით თმის მოშორება), ასევე, ელექტროდეპოლატპრი. ეს უკანასკნელი მეთოდები საკმაოდ მტკივნეულია, თუმცა თმას მხოლოდ რამდენიმე კვირით გაშორებთ. ამასთან, პარსვა ყოველდღიურობას მოითხოვს.

ეპილაცია – ესაა საშუალება, რომლის გამოყენებითაც თმა თავის ფოლიკულასთან ერთად შორდება ქიმიური თუ ფიზიკური ზემოქმედებით. შედეგად, თქვენ თმებისგან რამდენიმე წლით გათავისუფლდებით.

ეპილაციას მიეკუთვნება: ელექტროეპილაცია(თმის მოშორება ელდენის გამოყენებით); ლაზერული ეპილაცია(თმის ფოლიკულის განადგურება ლაზერული სხივით); ფოტოეპილაცია(თმის ფოლიკულის განადგურება არამონოქრომული შუქით).

იმის წყალობით, რომ ეპილაციის დროს ზიანდება თმის ფოლიკულა, მას ადარებენ ოპერაციულ ჩარევას. ამიტომაც, პროცედურა ტარდება კოსმეტიკურ კლინიკაში, პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ.