მთავარი საკითხავი ბოლო წლების 9 ყველაზე ცუდი საფეხბურთო ფორმის დიზაინი

ბოლო წლების 9 ყველაზე ცუდი საფეხბურთო ფორმის დიზაინი

by guramus

საფეხბურთო სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ასპექტი გუნდების მიერ ყოველ წელს წარმოდგენლი ახალი მაისურებია.

მათი დიზაინი ხშირად თვითონ გრანდის ისტორიას ან მათ მთავარ ღირებულებებს ეხმაურება, უმეტეს შემთხვევაში კი ცნობილი კლუბები ყველაზე კლასიკურ და სადა დიზაინს ირჩევენ მათი გულშემატკივრების გასახარად.

ზოგჯერ გრანდის მაისური მათი ქვეყნის პატივსაცემ ფერებშიც კი შეიძლება იყოს გადაწყვეტილი, თუმცა ტოპ ლიგის კლუბებიდან ზოგიერთი მაინც ვერ ახერხებს ფართო არჩევანის მიუხედავად სწორი დიზაინის შერჩევას.

ამ სიაში გთავაზობთ იმ მაისურების ჩამონათვალს, რომლებიც ფანების აზრით სრულიად არ შეესაბამებოდა კლუბის დონეს ან ძალიან შორს იდგა ზოგადად ესთეტიური სტანდარტებისგან:

ნორვიჩი – 2016

ეს კლუბი საკუთარი ისტორიისთვის დამახასიათებელი ყვითელი და მწვანე ფერებით გაფორმებული მაისურებით ყოველთვის გამოირჩეოდა.

თუმცა, 2016 წლის სეზონისთვის გუნდის მფლობელებმა სხვა გზა აირჩიეს და მათ მიერ შექმნილი სრულიად განსხვავებული თემატიკის მაისური ფანებმა მალევე შეიძულეს.

სუონსი სიტი – 2018

ამ გუნდს ინგლისში საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა ახალი სეზონისთვის გასაყიდად გამოტანილი ძალიან უბრალო და ზედმეტად მარტივი დიზაინის მქონე მაისური ფანების აზრით მიუღებელი დონით იყო მოკლებული კრეატივს.

მონპელიე – 2016-17

დიდი ისტორიის მქონე ფრანგული კლუბი ფინანსური მდგომარეობის კეთილდღეობაზე ზედმეტად იყო გადართული და სასურველი დიზაინის მაგივრად ფანებს ზედმეტად ბევრი რეკლამით გაფორმებული ფორმა წარუდგინა.

სანდერლენდი – 2016

გუნდის ერთგული გულშემატკივრებისთვის დიზაინის შერჩევის პროცესში სანდერლენდის მფლობელების მიერ მათი საყვარელი კლუბის ძირითადი ფერების დაიგნორება უდიდესი პროტესტის გამომწვევად იქცა.

სპორტინგი – 2018

საშინაო ფორმისგან ზედმეტად განსხვავებული და ძალიან ცუდი ნეონისებრი ფერის მწვანე დეტალებით გაფორმებული მაისური არასწორი დიზაინების სიაში გულშემატკივრებმა მარტივად მოახვედრეს.

ბორდო – 2016

როდესაც კლუბს სურს პატივი სცეს მის მშობლიურ ქალაქს, ეს აუცილებლაც უნდა დავაფასოთ. თუმცა, აღნიშნული იდეის ასეთ ცუდ ფერებში გადაწყვეტა მხოლოდ კრიტიკას იმსახურებს.

ატლეტიკო – 2017

ესპანური კლუბის გულშემატკივრების აზრით ატლეტიკოს მიერ 2017 წელს წარმოდგენილი საფეხბურთო ფორმის ფერები ზედმეტად განსხვავდებოდა მათი საყვარელი კლასიკური ფერების წყობისგან.

იუვენტუსი – 2017

დიდი ისტორიის მქონე იტალიური გრანდის დიზაინერებმა ამ შემთხვევაში ატლეტიკოს შეცდომა გაიმეორეს და სრულიად მოულოდნელი და არაფრისმომცემი ფერის შერჩევით გულშემატკივრები ძალიან გააოცეს.

ლივერპული – 2018

როდესაც ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კლუბი საკუთარი ფორმის ფერებად იასამნისფერსა და სტაფილოსფერს ერთად შეარჩევს, მაშინ ზედმეტი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის.