მთავარი ჯანმრთელობა თუ დიდხანს ფეხზე დგომა გიჭირთ, ეს 4 ვარჯიში უნდა გააკეთოთ

თუ დიდხანს ფეხზე დგომა გიჭირთ, ეს 4 ვარჯიში უნდა გააკეთოთ

by guramus

თანამედროვე კვლევების მიხედვით, სტატისტიკურად თანამედროვე ზრდასრულების 25% ქრონიკული მუხლის ტკივილებისგან იტანჯება. ამასთან ერთად, ადამიანების უმრავლესობა ხშირად წუწუნებს იმაზე, თუ რა მალე ეღლებათ ფეხები და როგორ უჭირთ დიდხანს ფეხზე დგომა დისკომფორტის გარეშე.

ეს არასწორი ცხოვრების რეჟიმისა და ზედმეტად სუსტი ფიზიკური მომზადების ბრალია. ქვემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშები არამარტო ფეხის კუნთებს გაგიძლიერებთ, არამედ მათ უფრო მოქნილსა და წარმოსაჩენ ვიზუალს შესძენს.

1. ფეხის თითებზე დგომა

undefined

  • დადექით ზურგიანი სკამის უკან
  • აწიეთ ერთი ფეხი
  • ნელა აწიეთ მიწაზე მდგომი ფეხის ქუსლი იქამდე, სანამ ფეხის თითებზე დადგომა არ მოგიწევთ
  • დააბრუნეთ ნელა ქუსლი მიწაზე
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10–15 ნაწილად თითოეული ფეხით
2. ფეხის წვერებით სიარული

undefined

ეს მარტივი სავარჯიშო ყოველდღიური საქმიანობების შესრულებისას შეგიძლიათ გააკეთოთ. აიწიეთ ფეხის წვერებზე და იარეთ ასე სწრაფად 10–15 წუთის განმავლობაში ან მანამდე, სანამ არ დაიღლებით.

3. ფეხის ბრუნვა

undefined

  • შეასრულეთ ეს ვარჯიში დგომის დროს ან მჯდომარე მდგომარეობაში.
  • აწიეთ ერთი ფეხის მტევანი ჰაერში
  • შემოხაზეთ ჰაერში წრე ფეხის თითებით
  • შეასრულეთ 10 ბრუნი საათის მიმართულებით და 10 მის საწინააღმდეგოდ
  • გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხით
4. წინააღმდეგობით გამოცდა

undefined

ამ ვარჯიშისთვის რეზინის თოკი დაგჭირდებათ:

  • დაამაგრეთ რეზინი მყარად.
  • დაიდეთ ერთი ფეხი მეორეზე ისე, რომ საყრდენი ფეხის მუხლი ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში გქონდეთ.
  • ზევითა ფეხის თავით გამოქაჩეთ საჭერი თქვენსკენ ისე, როგორც ილუსტრაციაზეა ნაჩვენები
  • ნელა გაწიეთ დაჭიმული ფეხი თქვენსკენ თავის მიმართულებით
  • გაიმეორეთ ვარჯიში 15–ჯერ თითო ფეხით

ეს ვარჯიში ბარძაყის კუნთებს გაგივარჯიშებთ.