მთავარი ჯანმრთელობა “მუდმივად ჯდომა მიწევს, ამიტომ კისერი მტკიოდა, სანამ ეს საშუალებები არ მოვძებნე”

“მუდმივად ჯდომა მიწევს, ამიტომ კისერი მტკიოდა, სანამ ეს საშუალებები არ მოვძებნე”

by guramus

ყოველდღიურად დიდ ხანს გიწევთ ჯდომა? დაგღალათ კისრის არეში გაჩენილმა დაჭიმულობის შეგრძნებამ და ტკივილმა? მაშინ დროა თქვენი სხეულის მოსმენა ისწავლოთ და მისი განტვირთვის საუკეთესო გზების ძიება დაიწყოთ.

თუმცა, არასწორი ჯდომის გარდა, ამ არეში ტკივილი შესაძლოა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებითაც იყოს გამოწვეული, ამიტომაც საკუთარი მკურნალობის მეთოდების გამოცდამდე, მიმართეთ ექიმს და ზუსტად დაადგინეთ, რა არის თქვენი კისრის ტკივილის მიზეზი:

იმ შემთხვევაში თუ თქვენი კისრის ტკივილი მართლაც არაკომფორტული საძილე პოზიციის ან დიდი ხნის განმავლობაში მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის გამო გაწუხებთ, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები საუკეთესო საშუალებაა მისგან თავის დასახსნელად:

კისრის ტკივილის მიზეზები

  • მოხრილი სიარული
  • არასწორი პოზიციით დიდი ხანი ჯდომა
  • კისრის ცუდად დადება ძილის დროს
  • კუნთების დაჭიმვა ვარჯიშის დროს
რა სახის ტკივილები არსებობს:

  • ძლიერი გაშეშების შეგრძნება, როდესაც თავის მიტრიალება გიჭირთ
  • ბასრი ტკივილის შეგრძნება ერთ კონკრეტულ წერტილში
  • კისრის მთელ მიდამოში გამძაფრებული ტკივილი
  • ტკივილი რომელიც მხრებიდან და თავიდან გადაეცემა კისერს
როდის არის კისრის ტკივილი აუცილებლად სამკურნალო?

ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც კისრის არეში ტკივილს მოიცავს, შესაძლოა სერიოზული შიდა დაზიანების მიმანიშნებელი იყოს, ან ხერხემლის პრობლემების გამძაფრებას ნიშნავდეს.

თუ კისრის ტკივილი ასეთი სერიოზული დაავადების თანმდევი სიმპტომია, მას აუცილებლად დაახასიათებს ასევე მხრებში სისუსტის შეგრძნება და კოორდინაციის დარღვევა სიარულისას. ხშირ შემთხვევაში ამას ნერვული დაბოლოებების პრობლემები იწვევს.

როგორ ვუმკურნალოთ კისრის სერიოზულ ტკივილს?

აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ თუ არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამოა ჩვენი კისრის ტკივილი გამძაფრებული, სპეციალური ვარჯიშების დაწყება ყველაზე მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. მათი მაგალითები ასეთია:

  • გადახარეთ თავი წინ და უკან
  • ნელა გადახარეთ მარჯვნივ და მარცხნივ
  • დაატრიალეთ თავი საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საპირისპირო მხარეს
  • გაიმეორეთ ეს მოქმედებები დღეში მინიმუმ 5–ჯერ.