მთავარი საკითხავი ლიფი რომელიც კიბოს იწვევს – შეყვარებული ბიჭი ინტერნეტში ამ ინფორმაციას ავრცელებს

ლიფი რომელიც კიბოს იწვევს – შეყვარებული ბიჭი ინტერნეტში ამ ინფორმაციას ავრცელებს

by guramus

ქალბატონებისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი მოთხოვნა მოდის სტანდარტების დაცვა და მუდამ სექსუალური იერის ქონაა. თუმცა, ასეთი მიზნების მიღწევისთვის გამოყენებული საცვლები, მაგალითად ლიფი შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.

ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ახლახანს გამოქვეყნებულმა საინფორმაციო წერილმა, რომელიც ჩინური კომპანიების მიერ დამზადებული ქალის თეთრეულის შიგთავსს იკვლევდა.

აღნიშნული ინფორმაციით, იმისათვის რომ ლიფი უფრო მოდური გამოჩნდეს და ქალის მკერდი უფრო დიდი გამოაჩინოს, მის ნაჭერში სილიკონის ბურთულებს ათავსებენ, რომელიც ასევე მკერდის მასაჟის დანიშნულებასაც ასრულებს.

თუმცა, მთავარი პრობლემა სწორედ ის პაკეტია, რაშიც ლიფში მოთავსებამდე ამ მასაჟორ ბურთულებს ფუთავენ. ჟურნალისტების თქმით, ეს პაკეტები ძალიან საშიში და კიბოს გამომწვევი ნივთიერებებითაა სავსე, რომელიც ბურთულებს იდეალურ მდგომარეობაში ინახავს.

აღნიშნული ისტორიის გადამოწმება ერთმა ბიჭმა გადაწყვიტა, რომელმაც საკუთარი შეყვარებულის ახალი ლიფი შუაზე გაჭრა და მასში სწორედ ამ საშიში ნივთიერებებით სავსე პაკეტები აღმოაჩინა, რომლებიც ბურთულებით იყო სავსე.

ექსპერიმენტის ავტორი ტაირონი ისე შეშინდა აღნიშნული ფაქტით, რომ სოციალურ ქსელში ასეთი გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა:

” ახალი ამბების წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე კიბოს გამომწვევი პაკეტების არსებობა ჩემი შეყვარებულის თეთრეულშიც შემემოწმებინა და მას ახლადნაყიდი ლიფის ჩვენება ვთხოვე. მისი გაჭრის შემდეგ სწორედ ის ბურთულებით სავსე პაკეტები ვიპოვე, რომელზეც საინფორმაციო გამოცემაში იყო ლაპარაკი.

ამ აღმოჩენით არ მსურს რომელიმე ლიფის მწარმოებელი კომპანიის განადგურება, უბრალოდ გოგოების გაფრთხილება მინდა. ამ მასაჟორი ბურთულების პაკეტებში ისეთი სითხეა, რომელიც თქვენი ჯამრთელობისთვის ძალიან საშიშია”

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სახის ლიფები ჩინეთში იქმნება და საკმაოდ პოპულარულია, რადგან მკერდის ზომის გადიდებისთვის გამოიყენება, პარალელურად კი მასაჟის ეფექტსაც იძლევა.

თუმცა, ასეთი ნივთების დასამზადებლად პეტროლიუმიდან წარმოქმნილი ნატურალური ზეთები გამოიყენება, რომელთან ახლო კონტაქტიც კანის კიბოს იწვევს.