მთავარი ჯანმრთელობა მიაქციეთ ყურადღება თქვენს კბილებს, ისინი ამ დაავადებების შესახებ გაფრთხილებენ

მიაქციეთ ყურადღება თქვენს კბილებს, ისინი ამ დაავადებების შესახებ გაფრთხილებენ

by guramus

ორალური სიჯანსაღე თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რამეა. ჯანსაღი კბილები და ღრძილები უამრავლი პრობლემისა და დაავადების წარმოქმნას უშლის ხელს და ადამიანის თვითშეფასებაზეც მოქმედებს.

კბილების მდგომარეობამ შეიძლება უამრავი ინფექციისა და დაავადების გაჩენის პირველი ნიშნები გამოაჩინოს, ამიტომაც მათ ვიზუალს ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება. ასეთია იმ დაავადებების სია, რომელზეც თქვენ პირის ღრუში არსებული სიტუაცია აუცილებლად გაგაფრთხილებთ:

1. სკლეროზი

ტვინის ფუნქციებისა და მეხსიერების დაქვეითება უამრავი სიმპტომით გამოიხატება, მათ შორის მას ცუდი მახსოვრობა, დაბნეულობა და არაორგანიზებული აზროვნება ახლავს თან. თუმცა, ამ პროცესებზე გავლენას კბილების მდგომარეობაცა ახდენს.

ღრძილებსა და კბილებზე გაჩენილი ინფექცია სისხლის მიმოქცევაში ტოქსიკურ ნივთიერებებს უშვებს, რაც გონებრივი პრობლემების სიმპტომებს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანების გზით უფრო აშკარას ხდის.

2. გულის პრობლემები

ღრძილების ანთება და კბილების რყევა შეიძლება გულის პრობლემების მანიშნებელი იყოს. ღრძილებში გაჩენილ ბაქტერიებს თავისუფლად შეუძლიათ სისხლის დახმარებით გულამდე მიღწევა, რაც არტერიული დაავადებების საშიშროებას აჩენს. ასევე, ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის ძარღვების შეშუპება და ჩაკეტვა, რაც გულის შეტევით დასრულდება.

4. კვების რეჟიმის დარღვევა

ხშირად, თუ ვინმეს ანორექსია ან ბულიმია ჭირს, მათი სტომატოლოგი პირველი იქნება, ვინც ამას შეამჩნევს. მსგავსმა პრობლემებმა შესაძლოა პირის ღრუში სისხლდენა და სიმშრალე გამოიწვიოს. ასევე, კბილების ეროზია და პირის მაღლითა ნაწილის წვა ასევე ამ პრობლემების მანიშნებელი სიმპტომებია.

5. მეორე ტიპის დიაბეტი

კბილების ირგვლივ არსებულ ზედაპირზე წვის შეგრძნება კბილის საყრდენი ძვლების სისუსტით არის გამოწვეული. ამ დაავადებას პაროდინტიტი ჰქვია და სისხლში დიდი ოდენობით შაქრის მოხვედრის შემდეგ წარმოიქმნება.

სწორედ ამიტომ, კბილების ზედაპირისა და მის გარშემო მყოფი უჯრედების წვა სწორედ დიაბეტის მეორე სახეობის განვითარებას გვატყობინებს.

6. ძილის რეჟიმის დარღვევა

ისეთი დაავადებები, რომელიც თქვენი მუცლის მომნელებელ სისტემას მუშაობაში უშლის ხელს, აუცილებლად შეგახსენებთ თავს ძლიერი ხველითა და საყლაპავ მილში მჟავე სითხის ამოსვლით.

ასეთი პროცესები ღამით ადვილად გაგაღვიძებთ და თქვენი კბილის გარემხარეს დაალპობს. ასეთი სიმპტომების შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ, რადგან ეს ასთმასა და სხვა სერიოზულ დაავადებებში შეიძლება გადაიზარდოს.

7. ავტოიმუნური დაავადებები

თუ პირის ღრუში ზედმეტ სიმშრალეს გრძნობთ, შესაძლოა ეს ზოგიერთი სამედიცინო მედიკამენტის ბრალი იყოს. თუმცა, ასეთი სიმპტომი ასევე გავრცელებულ სინდრომსაც ახასიათებს, რომელიც გლანდების ინფექციიდან წარმოიქმნება და თვალებისა და პირის ზედმეტ სიმშრალეს იწვევს.

შესაბამისად, თუკი თქვენი კბილები და პირის ღრუ რომელიმე მსგავსი სიმპტომით თქვენს მინიშნებას შეეცდება და გაგრძნობინებთ, რომ პრობლემებზე რეაგირებაა საჭირო, აუცილებლად გამოიკვლიეთ თქვენი ჯანმრთელობა.