მთავარი ჯანმრთელობა რატომ გვიწითლდება ყურები და რა 6 ფაქტორი უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

რატომ გვიწითლდება ყურები და რა 6 ფაქტორი უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

by guramus

ყურების გაწითლება – სასმენი ორგანოების არის გაწითლება და ყურების წვა უამრავ ადამიანს აწუხებს. ამ მდგომარეობამ შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პროცესების გაუარესებაც გამოიწვიოს და შეიძლება ერთი ყურიდან მეორეს გადაედოს დაავადება. ყურების წვისა და შეწითლების პრობლემა შეიძლება ამ რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული:

1. რუჯი

ყურების ზედაპირი და მის უკან არსებული კანი ზედმეტად სენსიტიურია სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით. ეს ამ ორგანოს მზის მიმართ ზედმეტად დაუცველს ხდის, რის გამოც სანაპიროზე რუჯის მიღებისას ყურების დიდი ხნით მზის ქვეშ ყოფნა მათ შეწითლებას და წვას აუცილებლად გამოიწვევს. აუცილებელია ასეთ დროს ყურებზე მზისგან დამცავი მაზი წაისვათ.

2. ემოციები

ზოგიერთ შემთხვევაში, ყურები შეიძლება გაწითლდეს მაშინ, როდესაც სირცხვილს ან სიბრაზის შეგრძნებას განიცდით. ემოციური კომპრესებით გამოწვეული სიწითლე დამშვიდების შემდეგ გაქრება.

3. ყურის ინფექცია

წითელი და მხურვალე ყურები საკმაოდ სერიოზული ინფექციის მანიშნებელი სიმპტომი შეიძლება იყოს. უმეტეს შემთხვევაში, ამ სინდრომს თან ერთვის ძლიერი ტკივილი, მაღალი სიცხე, თავის ტკივილი და ჭამის მადის გაქრობა. ასეთ დროს აუცილებელია იმუნური სისტემის დამაბალანსებელი ანტიბიოტიკების მიღება და ექიმის მონახულება.

4. ჰორმონები

ჰორმონები ჩვენი ორგანიზმის ყოველდღიურ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათი დისბალანსი უამრავი სიმპტომის გამომწვევი შეიძლება გახდეს, მათ შორის ყურების გაწითლებაც შეიძლება გამოიწვიოს. მენოპაუზის დროს გამოწვეულმა ჰორმონალურმა ცვლილებებმა მარტივად შეიძლება გამოიწვიოს ყურის არის გაწითლება. ასევე, შეიძლება სასმენი ორგანო მაშინაც გაგიღიზიანდეთ, როცა ადრენალინის გლანდები საკმარის ადრენალინდს ვერ გამოიმუშავებენ.

5. სამედიცინო მედიკამენტები

თითქმის ყველა სამედიცინო პროცედურას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გვერდითი ეფექტი. ასეთ რისკზე წასვლა საჭიროა, რათა გამოვჯანმრთელდეთ. ანგინის, კიბოს, დიაბეტისა და მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები ყურების გაწითლების მიზეზი შეიძლება გახდეს.

6. წითელი ყურის სინდრომი

მიუხედავად იმისა, რომ ამ სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, იგი ყველაზე ხშირად თავის ტკივილებისა და შაკიკის პრობლემას უკავშირდება. წითელი ყურის სინდრომს შეუძლია გამოიწვიოს ყურის გარე ნაწილის წვა, სრულიად მოულოდნელ და წყვეტილ დროებში.