მთავარი ჯანმრთელობა პედიკიური და სხვა პროცედურები, რომლებიც სინამდვილეში უსაფრთხო არ არის

პედიკიური და სხვა პროცედურები, რომლებიც სინამდვილეში უსაფრთხო არ არის

by guramus

რომელ ქალბატონს შეუძლია სალონში პედიკიურის პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმა? თქვენი ფეხები ისვენებს, ქუსლებისა და ფრჩხილების გაჯანსაღება ხდება, ფეხისგულების მასაჟი და კრემები მართლაც სასიამოვნო რამეა. თუმცა, როდესაც თქვენს სილამაზეს პროფესიონალს ანდობთ, რამდენიმე საკითხს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა სიამოვნება პრობლემად არ იქცეს:

ვირუსული ინფექციები

პროცედურის დაწყებამდე დარწმუნდით რომ სპეციალისტი ჯანმრთელია. ასევე დაადგინეთ, სათანადოდაა თუ არა მოვლილი მისი ხელსაწყოები. ვირუსები რამდენიმე საათს ცხოვრობენ და სილამაზის სალონში მათ არსად წასვლა არ შეუძლიათ, ახალი მსხვერპლის ორგანიზმის გარდა.

ფეხის გაპარსვა

ექსპერტები გირჩევენ, რომ ფეხის გაპარსვიდან მინიმუმ 1 დღე უნდა მოიცადოთ პედიკიურის გაკეთებამდე. გაპარსვის პროცესში მიღებული მცირე ჭრილობები ინფექციებსთვის საუკეთესო გზაა თქვენს ორგანიზმში შემოსაღწევად.

სტერილიზაცია

მთავარი საკითხი სოკოს, ჰეპატიტისა და მსგავსი დაავადებებისგან თავის დაზღვევაა ფეხის მოვლის საკითხებში. აუცილებლად მოითხოვეთ, რომ განახორ როგორ ხდება სტერილიზება სალონის ხელსაწყოების, ან მოითხოვეთ ახალი ხელსაწყოების პარკის გახსნა. კარგი იქნება, თუ სალონში თქვენი ხელსაწყოებით მიხვალთ.

კანი

ფრჩხილზე ჩამოზრდილი კანის ნაწილები სალონის თანამშრომლებისთვის მიუღებელი რამ არის. თუმცა, კარგად დაფიქრდით, სანამ ფრჩხილისთვის საკმაოდ სასარგებლო ზედაპირს უხეშად მოიშორებთ. ამისთვის გამოსაყენებელი სპეციალური ხელსაწყო პირველ რიგში უნდა იყოს შემოწმებული სტერილიზაციის საკითხში.

ფეხის აბაზანები

კარგი იქნება, თუ ფეხის დაბანისგან სალონში თავს შეიკავებთ. წყალში ბაქტერიები ყველაზე მარტივად ინარჩუნებენ ძალას. კარგად შეამოწმეთ, ჩატარებული აქვს თუ არა პროცედურისთვის გამოსაყენებელ აბაზანას დეზინფექცია. ასევე, არ დატოვოთ წყალში ფეხები დიდხანს, რადგან ეს კანის ზედაპირში ბაქტერიების შეღწევას აადვილებს.

დაავადებები

როგორც კი ფეხის ინფექციის ან დაავადების საწყის სიმპტომს შეამჩნევთ, მაშინვე უნდა დაანებოთ პედიკიურის გასაკეთებლად სალონში სიარულს თავი. თუ თქვენ დიაბეტი გაქვთ, ეს ფეხზე მიკრო დაჩირქებების გამოწვევის უდიდესი მიზეზია და ასეთი წარმონაქმნები კანის ზედაპირზე ბაქტერიებისთვის საუკეთესო გზაა თქვენს სხეულში შემოღწევისთვის. ამან შესაძლოა ძალიან სერიოზული გართულება გამოიწვიოს.