გაფრთხილებთ, რომ ამ სასმელს შესაძლოა უკუჩვენება მოყვეს. თავად კეფირი ნივრით ცხიმებს არ წვავს, გახდომა კუჭ-ნაწლავის გასუფთავების და მადიანობის შემცირების ხარჯზე მიმდინარეობს. ამასთან, შეშუპებისგანაც გიხსნით.
იმისთვის, რომ მოამზადოთ სასმელი გასახდომად, დაჭყლიტეთ ნივრის კბილი და დაამატეთ 1 ჭიქა კეფირს. მიღებული მასა დამზადებისთანავე უნდა დალიოთ. შესაძლებელია ნიორი და კეფირი ბლენდერში აურიოთ, კარგად აირევა და უფრო გემრიელიც იქნება. მისი დალევა ყოელ საღამოს, ძილის წინაა საჭირო, სასურველია ვახშმის ნაცვლად.
ეს სასმელი გვეხმარება მოვიშოროთ პარაზიტები, რომლებიც ხშირად ზედმეტი წონის მიზეზებიც ხდებიან. მოკლედ, მისი მეშვეობით მოახერხებთ გახდომას და ორგანიზმის სრულად გასუფთავებას. 1 თვის განმავლობაში მიღების შემდეგ, სავარაუდოდ 6-7 კილოგრამს დაიკლებთ.
არ იქნება ცუდი, თუ სასმელს ფიზიკურ დატვირთვას და სწორ კვებასაც დაუმატებთ. ჩვენი ორგანიზმი ცბიერია, მხოლოდ ერთი რამ ხშირად არ ჰყოფნის. ამიტომაც შეამცირეთ მავნე პროდუქტები და ცოტა ფიზიკურადაც დაიტვირთეთ. ეს ყველაფერი საოცარ შედეგს გამოიღებს.