მთავარი ჯანმრთელობა მამაპაპური რჩევები ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობის შესახებ. გათავისუფლდი პრობლემისგან სამუდამოდ.

მამაპაპური რჩევები ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობის შესახებ. გათავისუფლდი პრობლემისგან სამუდამოდ.

by Keti

ჩაზრდილი ფრჩხილი ფეხზე ბევრ პრობლემას უქმნის ყველას. ეს არამხოლოდ უსიამოვნო შესახედი, არამედ არაჰიგიენურიცაა და იწვევს ტკივილებსა და დისკომფორტს. მისგან განკურნება სწრაფადაა საჭირო, რადგან ტკივილების გარდა სხვა სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს თითების ანთების სახით.

ყველაზე ხშირად ფრჩხილი იზრდება ფეხის დიდ თითზე. ამის მიზეზია მოუხერხებელი ფეხსაცმელი, სოკო, ჭარბი წონა. გთავაზობთ მათთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდს.

როგორ ვუმკურნალოთ ჩაზრდილ ფრჩხილს

1. საჭიროა დავარბილოთ კანი ფრჩხილის ზედაპირზე. გაიკეთეთ აბაზანა მაგნიუმ სულფატის დამატებით. შემდეგ შეძლებთ იოლად ასწიოთ რბილი ქსოვილები და მიჭრათ ჩაზრდილი ფრჩხილი. ტკივილი მაშინვე გაქრება. წაისვით რბილი კრემი და ჩაიცვით რბილი და ნატურალური წინდები.

2. თუ ფრჩხილი ჩირქდება, მიადეთ მას ჩაის სოკო. ეს შველის ფეხის სოკოსაც. ის საღამოს სქლად წაისვით თითზე და შეიხვიეთ. შემდეგ ჩაიცვით შალის წინდები, რათა ჩახურდეს ფეხი. დილით უბრალოდ მოიჭერით ფრჩხილი.

3. თუ ჩაზრდილი ფრჩხილი ჩვეული პრობლემაა, გამოიყენეთ ეს მეთოდი: გააკეთეთ ბამბის ტამპონი და მოათავსეთ ის ფრჩხილსა და კანს შორის. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა და აკურატულობას მოითხოვს. პერიოდულად გამოცვალეთ ტამპონები.

4. ჩაზრდილ ფრჩხილს დაადეთ ნარევი, რომელიც შედგება ლიმონის გახეხილი ქერქისა და მცენარეული ზეთისგან. წინასწარ აუცილებლად გაიკეთეთ ფეხის აბაზანა სოდიანი წყლით. შედეგი შესამჩნევი იქნება მეორე დილითვე. ფრჩხილი გახდება უფრო პლასტიკური. მისი ნაპირი ფრთხილად გაასწორეთ და მოიჭერით.

ჩაზრდილ ფრჩხილის პროფილაქტიკისთვის ატარეთ ფეხსაცმელი, რომელიც სუნთქავს და დროულად გაიკეთეთ პედიკური. ნებისმიერი უსიამოვნება სჯობს ავიცილოთ თავიდან, ვიდრე შემდეგ ვიმკურნალოთ მის მოსაშორებლად.