მთავარი ჯანმრთელობა ბავშვს გლანდები აქვს, ამოვაჭრათ თუ არა: აი რას ამბობს პედიატრი.

ბავშვს გლანდები აქვს, ამოვაჭრათ თუ არა: აი რას ამბობს პედიატრი.

by Keti

ბავშვს მუდმივად ეცობა ცხვირი, ხვრინავს და ახველებს ღამით, გახდა უყურადღებო, ავლენს უმიზეზო აგრესიას. ეს არ არის მორიგი ასაკობრივი კრიზისი, ეს უფრო მეტად შემაწუხებელ ადენოიდებზე მიგვანიშნებს.

როგორ ვუმკურნალოთ ადენოიდებს ბავშვებში

ნორმაში ნუშურა ჯირკვლები ბუნებრივად იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციებისგან. თუმცა ზოგჯერ თავად ხდება სხვადსსხვა დაავადების ხელშემწყობი. ადენოიდების მკურნალობა კონსერვატულად შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ პირდაპირი ჩვენება გვაქვს მათ მოშორებაზე.

გართულებები შესაძლოა იყოს უფრო სერიოზული, ვიდრე არასასარგებლო პრეპარატები, ოპერაცია, ნარკოზი. გადიდებულ ნუშურა ჯირკვლებს შეუძლიათ ტვინის ჟანგბადოვანი შიმშილის გამოწვევა და შესაბამისად განვითარების ჩამორჩენა.

რითია სახიფათო ადენოიდები

1. ხშირი გაციებითი და ანთებითი დაავადებები

თუ ბავშვს ადენოიდები აქვს, ცხვირისა და მისი წიაღების ლორწოვანი გარსი რთულად გამოიმუშავებს ლორწოს და იქმნება ინფექციების განვითარების რისკი.

2. ხშირი ოტიტი

ადენოიდური წარმონაქმნები კეტავენ სასმენი მილის შესავალს და არღვევენ შუა ყურის ფუნქციონირებას. აქაც იქმნება იდეალური ნიადაგი მიკროორგანიზმების განსავითარებლად

3. სმენის გაუარესება

როცა სასმენი მილი გადაკეტილია დიდი ზომის ადენოიდებით, რთულდება ჰაერის გამავლობა შუა ყურში, შესაბამისად, ქვეითდება სმენა.

4. მეტყველების დარღვევა

ადენოიდებმა შეიძლება დაარღვიონ სახის ჩონჩხის ზრდა, რაც ცუდ გავლენას მოახდენს მეტყველების ფორმირებაზე.

5. ადენოიდური ხველა

ხველა უკავშირდება ცხვირ-ხახისა და ხახის უკანა კედლის ნერვული დაბოლოებების რეფლექსურ გაღიზიანებას. თავად ხველა კი არ იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს ბრონხებსა და ფილტვებში.

6. დაბალი აკადემიური მოსწრება

ბავშვს, თუ უძნელდება სუნთქვა ნუშურების გაზრდის მიზეზით, ის ვერ იღებს ჟანგბადის 12-18%მდე. ამ დროს ზიანდება თავის ტვინიც.

ამოვკვეთოთ თუ არა ბავშვს ადენოიდები? მათი მკურნალობა ყოველთვის არ საჭიროებს ოპერაციას, ამ დროს ხდება სხვადასხვა საშუალების გამოყენება მედიკამენტების გარეშეც. საკმარისია, რეგულარულად გამოვირეცხოთ ცხვირი მარილ-ხსნარით, დავატენიანოთ ჰაერი. რთულ შემთხვევებში რთავენ მედიკამენტოზურ თერაპიასაც. საუკეთესო მეთოდია ტოპიკურ-ნაზალური სპრეი, რომელიც კორტიკოსტეროიდებზეა დამზადებული.

თუ პროცესი შორსწასულია და მედიკამენტები შედეგს არ იძლევა, ამ დროს ნაჩვენებია ადენოიდების ამოკვეთა. ცხვირით სუნთქვის მყარი დარღვევა, ძილის პრობლემები, ქოშინი ღამით, ოტიტი, სმენის დაქვეითება, ქრონიკული სინუსიტები, ჩონჩხის დეფორმაცია – ამ შემთხვევებში ოპერაცია აუცილებელია.

რა უნდა ვიცოდეთ ოპერაციის შესახებ

1. ოპერაციის არსი მდგომარეობს გადიდებული ნუშურების მოცილებაში, პროცესი მიმდინარეობს ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიით.

2. ადენოტომია ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ოპერაციაა: ის 5-10 წუთი გრძელდება. თავად ადენოიდების მოცილების პროცესი – რამდენიმე წამის ამბავია.

3. ადენოტომიისას გართულებები იშვიათია, თუმცა გამორიცხული არაა სასის დაზიანება, სისხლდენა, ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებები.

4. ადენოტომია ბავშვებში – სასურველი არაა ოპერაციის ჩატარება გრიპის ეპიდემიის ან ახლო წარსულში გადატანილი მწვავე ინფექციების/დაავადებების შემდეგ.

5. ოპერაციის შემდგომ აღდგენითი პერიოდი სწრაფად მიმდინარეობს – 3-10 დღის მანძილზე. საჭიროა დიეტის დაცვა რაციონიდან მყარი, უხეში და ცხელი საკვების გამორიცხვით.

6. ნუშურების მთლიანად მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია, პატარა ნამცეცი მაინც დარჩება. ამიტომ არსებობს ადენოიდების წარმოქმნის ალბათობა.

ადენოიდების მკურნალობა ან მათი მოშორება შესაძლებელია, მთავარია დროული ზომების მიღება.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!