მთავარი რჩევები აი როგორ იკვებებიან ათონელი ბერები. მათი დღეგრძელობის საიდუმლოს მამა ეპიფანე ხსნის.

აი როგორ იკვებებიან ათონელი ბერები. მათი დღეგრძელობის საიდუმლოს მამა ეპიფანე ხსნის.

by Keti

ბერების ცხოვრება ჩანს არამხოლოდ მათ მსახურებასა და ცხოვრებაში, არამედ ტრაპეზშიც. უკანასკნელი ტრაპეზი მონასტერში არაუმეტეს 15 წუთი გრძელდება, შემდეგ კი ათონის მთის ბერები მიემართებიან კელიებისკენ და ისვენებენ 2 საათით. შემდეგ ყველა თავის საქმეს ასრულებს. მათი რაციონი სამი სიტყვით ხასიათდება: მარტივი, გემრიელი, ჯანმრთელი.

სწორედ ასეთი არჩევანი იცავს ბერებს მრავალი დაავადებისგან, განსაკუთრებით, სიმსივნისგან. არანაირი კონსერვანტები, ცხიმები. მხოლოდ მცირე პორციები, თავშეკავება. რას მიირთმევენ ბერები?

ათონის ბერების რაციონი

მამა ეპიფანე აღნიშნავს, რომ პროდუქტის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. მომზადება ხდება ჩუმი ლოცვითა და სიყვარულით.

ათონის მთის ბერები ხორცს არ იღებენ. უპირატესობას ახალ თევზს ანიჭებენ. ცხიმებიდან იყენებენ ზეითუნის ზეთს, მხოლოდ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.

კიდევ რას მიირთმევენ ბერები მონასტერში? ისინი სვამენ ბევრ რძეს, მიირთმევენ კვერცხს და ყველს, კარაქზე დამზადებულ ნამცხვრებს – არასამარხვო დღეებში.

ომარები და კალმარები მათ სუფრაზე იშვიათობაა, დაშვებულია მხოლოდ მარხვისას, რადგან ყველა მოლუსკი უსისხლოა. რაც შეეხება ტყის კენკრას, სოკოს, მწვანე სალათას, ამაში შეზღუდვა არ აქვთ.

ათონის მთის ბერების რაციონი არის ტკბილეულისა და სპირტის გარეშე. იშვიათად მიირთმევენ ჰალვას და ლუხუმს, ცოტა ყავას და მცირე რაოდენობით ღვინოს.

მამა ეპიფანეს კულინარიის წესები

  1. წაიკითხეთ ლოცვა მომზადების წინ, შეარჩიეთ ინგრედიენტები: ყველა მათგანი ახალი უნდა იყოს და ნატურალური.
  2. უპირატესობა მიანიჭეთ ცეცხლს, ისწავლეთ მისი სწორი გამოყენება.
  3. ეცადეთ, ხშირად გამოიყენოთ მარტივი ინგრედიენტები: ხახვი, ნიორი, ლიმონი, ზეითუნის ზეთი.
  4. წყალი – ყველაზე მარტივი ინგრედიენტი. მის მიმართ თქვენი დამოკიდებულება უნდა იყოს საუკეთესო.
  5. წაიკითხეთ კულინარიული წიგნები, ისწავლეთ ყოველდღიურად, ჩართეთ წარმოსახვაც.
  6. აღზარდეთ მხედველობა, ყნოსვა, გემოს შეგრძნება, რათა ადვილად გაარჩიოთ მწარე და ტკბილი, მარილიანი და ცხარე.
  7. გახსოვდეთ, რომ გემოებისა და ფერების კარგი შეხამება სუფრას ხდის მომგებიანს.
  8. სამზარეულო და მისი ყველა ნივთი უნდა იყოს სუფთა, რათა ნებისმიერ დროს შეგეძლოთ მომზადების დაწყება.
  9. არ შეგეშინდეთ კულინარული შეცდომების, ყველაფერი გამოსწორებადია.
  10. რაც მეტ სიყვარულს ჩასდებთ მომზადების პროცესში, მით უფრო გემრიელი იქნება კერძი.

,,მნიშვნელოვანია, რომ ათონის ბერები სამარხვო პროდუქტებსაც არ ჭამენ ბევრს. ჩვენ მივირთმევთ ზომიერად, იმდენს, რამდენიც საჭიროა. რადგან ბერები ცხოვრობენ უბრალოდ და კმაყოფილდებიან მხოლოდ ყველაზე აუცილებლით.”

იცავთ ასეთ მარტივ წესებს თქვენ? რის შეცვლას აპირებთ თქვენს რაციონში? მოგვიყევით კომენტარებში! სტატია კი გაუზიარეთ მეგობრებს!