მთავარი ჯანმრთელობა რომელ დაავადებებს კურნავს იმბირი?

რომელ დაავადებებს კურნავს იმბირი?

by Keti

სიცივესთან ერთად რესპირატორული დაავადებების რიცხვიც იზრდება. გაციებისას მედიკამენტებს ვიყენებთ, ისინი თითქოს გვშველის თუმცა…

ბუნების საჩუქრებით უკეთ შეიძლება ადამიანი განიკურნოს, თან ეს სასიამოვნო პროცესია. გაციებისას, არომატული ჩაის მირთმევა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ტაბლეტების. დღეს იმბირის ფესვზე ვისაუბრებთ და ორგანიზმისთვის მის სარგებლობაზე.

იმბირის გამოყენება ძველ ჩინეთში დაიწყეს – კულინარიასა და სამკურნალო მიზნით.

იმბირის სარგებლობა ორგანიზმისთვის

კლასიკური მედიცინაც კი კეთილგანწყობილია იმბირის მიმართ, მასში დიდი რაოდენობით ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების გამო. იმბირი კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის, კალიუმის ძვირფასი წყაროა.

იმბირში ბევრი B ჯგუფის ვიტამინია, თუმცა ის მასში C ვიტამინის არსებობით უფრო ცნობილია, ეს უკანასკნელი, ლიმონთან და თაფლთან ერთად გაციების დროს გამოიყენება.

ინგრედიენტები
  • 300 გ იმბირის ფესვი
  • 150 გ თაფლი
  • 1 ლიმონი
მომზადება

1. იმბირი დაჭერით წვრილად ან გახეხეთ.

2. დაამატეთ ლიმონის წვენი, აურიეთ და მდუღარე დაასხით.

3. ნარევი გააციეთ და თაფლი დაამატეთ. შეინახეთ ჩაი თერმოსში. დალიეთ დღე-ღამეში 3 ჭიქა და გაციება სწრაფად გაივლის.

იმბირის ფესვი აძლიერებს იმუნიტეტს და კურნავს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს. აქვეითებს წნევას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. დაღეჭეთ იმბირის ფესვი და ჯანსაღი სუნთქვა მთელი დღით გარანტირებულია.

არსებობს აზრი, რომ იმბირი კიბოსაც შველის. ერთ-ერთმა ქალბატონმა თავისი ისტორია გაგვიზიარა. ის კიბოს ქიმიოთერაპიებისა და ქირურგიის გარეშე გაუმკლავდა, ეს კი მხოლოდ თვითნაკეთი წამლის წყალობით.

ინგრედიენტები
  • 2 მსხვილი იმბირის ფესვი
  • 0,5 კგ თაფლი
მომზადება

1. იმბირი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით.

2. ის თაფლს შეურიეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ.

3. არ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი, არც კოვზი.

4. მიირთვით 4 ჩაის კოვზი ნარევი ყოველ დღე.

რეცეპტის ავტორი გვარწმუნებს, რომ ამ რეცეპტმა შეუნარჩუნა მას სიცოცხლე.

ხშირად ხდება, რომ ჯანმრთელობის პრობლემების დროს აფთიაქს ვაკითხავთ, თუმცა გვავიწყდება, რომ ნატურალური საშუალებები უკეთესია.

ბუნების საჩუქრები იმად ღირს, რომ მოვიმარაგოთ ყველა სეზონისთვის. ვიტამინების დიდი დოზა ყოველთვის ხელთ გვექნება, შესაბამისად, არც დაავადებები შეგვაშინებს.

თქვენ უკვე იცით იმბირის ფესვის სარგებლობაზე. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც გაიგონ ეს ინფორმაცია!