მთავარი გასართობი წერილი იტალიელი საყვარლისგან. წაიკითხეთ, ბევრს იცინებთ!

წერილი იტალიელი საყვარლისგან. წაიკითხეთ, ბევრს იცინებთ!

by guramus

ცხოვრება ბევრ მოულოდნელობებს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს წინასწარ ვგეგმავთ, მოულოდნელობებს მაინც დიდი ადგილი უჭირავთ ჩვენს ცხოვრებაში.

ერთ დაქორწინებულ მამაკაცს წლების განმავლობაში იტალიელი საყვარელი ჰყავდა, რომელმაც ერთ დღეს გამოუცხადა, რომ ფეხმძიმედ იყო. მამაკაცი დარწმუნებული არ იყო ქალის ერთგულებასა და რეპუტაციაში, ამიტომ მრავალწლიანი ურთიერთობის დამთავრება განიზრახა. საყვარელს სთხოვა უკან, იტალიაში დაბრუნებულიყო და შვილი საიდუმლოდ გაეჩინა. გარკვეული თანხის მიცემასაც დაპირდა. უთხრა, რომ სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდებოდა მათზე იზრუნებდა.

ქალი დათანხმდა. მამაკაცს ჰკითხა, თუ როგორ ერჩივნა შვილის დაბადების შესახებ შეეტყო. რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უთხრა კაცმა, გამოგზავნე წერილი, სადაც ეწერება “სპაგეტი”. რამდენიმე დღეში ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ქალი იტალიაში გაემგზავრა.

დაახლოებით ცხრა თვე გავიდა…

ერთ საღამოს, როდესაც მამაკაცი სახლში დაბრუნდა, მეუღლემ გაკვირვებული სახით უთხრა, რომ მის სახელზე უცნაური წერილი იყო მოსული. მამაკაცი დაინტერესდა წერილის შინაარსით და მეუღლეს კონვერტი გამოართვა. გახნდა და მყისვე ხელის გაუვარდა.

წერილში ეწერა: “სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი. სამი ხორცის გუფთებთან ერთად და ორი მის გარეშე. გთხოვ, უფრო მეტი საწებელი გამოგზავნე…”