მთავარი ფილმები XXI საუკუნის 20 საშინელებათა ფილმი, რომლებსაც მეორედ არავინ უყურებს

XXI საუკუნის 20 საშინელებათა ფილმი, რომლებსაც მეორედ არავინ უყურებს

by Keti

საშინელებათა ფილმები ყოველთვის სინამდვილეს არ ასახავს, ეს უმეტესად საშიში ფანტაზიების ნაყოფია, რომლებსაც თან ერთვის მისტიკა ან ფანტასტიკური პერსონაჟები. თანამედროვე საშინელებათა ფილმებიც ხშირად ამ წესს მიჰყვება.

გთავაზობთ ბევრისთვის ნაცნობი საშინელებათა ფილმების ოცეულს, რომელთა ნახვაც აუცილებლად ღირს, თუკი ეს ჟანრი გიყვართ.

1. 28 დღის შემდეგ / 28 Days Later

დევიდ ბოულის ნამუშევარი კლასიკური ზომბების ისტორიას არ გვთავაზობს, ფილმში ახალი სახის საშიში ვირუსია გავრცელებული, რომელიც ყველა ადამიანს და ცხოველს ემუქრება.

2. ორი დის ამბავი / A Tale of Two Sisters

კიმ ჟი უნის კორეული დრამა ორ დაზე, რომლებიც ფსიქიატრიული დაწესებულების დატოვების შემდეგაც თავს ვერ აღწევენ საშინელ ჰალუცინაციებს.

3. თავს უშველე / Get Out

ეს ფილმი არ მოიცავს ფანტასტიკურ ქვეტექსტს, ის რეალურ საშიშროებასთან ძალიან ახლოს დგას. 2017 წლის საშინელებათა დრამა ჟანრის მოყვარულებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ. ის ოსკარზეც იყო ნომინირებული.

4. რეინკარნაცია / Hereditary 

2018 წლის ფილმი, სადაც ერთი ოჯახის მისტიკური ისტორიაა მოთხრობილი. ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს უჩინარი საფრთხე ნებისმიერ წუთს შეიძლება თავს დაატყდეთ.

5. მე ვნახე ეშმაკი / I Saw the Devil

კორეელი კიმ ჟი-უნი მეორედ მოხვდა ჩვენს სიაში. ეს არის საშიში დამნაშავის ისტორია, რომლის დაჭერასაც პოლიცია ვერ ახერხებს. ფილმის მიმდინარეობა ძალიან დაძაბულია და გულგრილს არავის ტოვებს.

6. ის მოგვდევს / It Follows

ფილმი მოჩვენებით საშიშროებაზე, რომელიც ადრე თუ გვიან რეალობად იქცევა და თავის კლანჭებს გამოაჩენს.

 7. მოსაკლავთა სია / Kill List

მკვლელობის დავალება, რომელსაც სამხედრო სამსახურში დასაქმებული ადამიანი იღებს მთელ ფილმს სასტიკად დაძაბულს ხდის.

8.შემოუშვი / Let the Right One In

თინეიჯერთა სასიყვარულო ისტორია, რომელიც მაყურებელს ნამდვილ კოშმარს უმზადებს.

9. სასაცილო თამაშები / Funny Games

2 ახალგაზრდა ბიჭის თავგადასავალი, რომლებიც თავიანთ ფანტაზიებს სადისტური მიმართულებით ავითარებენ.

10. უმი / Raw

უმი ხორცის ჭამის ტრადიცია ზოგ მანიაკს გემოვნებას უღვიძებს. შემდეგ მათ შეჩერება უჭირთ…

11. ხერხი / Saw

ჯეიმს ვანის შვიდნაწილიანი საშინელებათა თრილერი, რომელზეც ჟანრის მოყვარულები შეყვარებულები არიან.

12. ზომბი სახელად შონი / Shaun of the Dead

კომედიური საშინელება ზომბებზე, რომლებიც მთელ ქალაქს ესხმიან.

13. ბაბადუკი / The Babadook 

დედა-შვილს ზღაპრის გმირი აედევნებათ და მოსვენებას არ აძლევს მათ ცხოვრებას, ისე რომ თავადაც არ იციან ეს.

14. წყევლა / The Conjuring

ოჯახს ბნელი მონსტრი ატერორებს, მათ დახმარებას მკვლევარები ცდილობენ, თუმცა საქმე ძალიან რთულადაა.

15. დაშვება / The Descent

სალაშქრო ექსპედიცია, რომელსაც მოულოდნელი განვითარება აქვს. ახალი თავსატეხი დიდ საშიშროებად ატყდებათ მონაწილეებს.

16. უცნობები / The Strangers

წყვილის საინტერესო ისტორია, რომელსაც სამი ნიღბიანი ადამიანი საშინელ თავგადასავლად გადააქცევს.

17. რიტუალი / The Ritual

სათავგადასავლო საშინელება, რომელიც ეკრანს აჯაჭვებს ჟანრის მიყვარულებს.

18. სხვები / The Others

ისტორია მოჩვენებების მიერ დაპყრობილ სახლზე, სადაც დედა და 2 შვილი ცხოვრობს. ფილმი მოულოდნელ და დაძაბულ მიმდინარეობას გვთავაზობს.

19. ალქაჯი / The Witch

ეს თანამედროვე საშინელებათა ჟანრის შედევრად მიიჩნევა. თითოეული და რეკვიზიტი დეტალი ფილმის შინაარსისთვის ახალ სიმბოლოს წარმოადგენს.

20. კანის ქვეშ / Under the Skin

ლამაზი მძღოლი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებს აუჩინარებს. 2014 წლის საშინელებათა ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრსაც მიეკუთვნება.

გაუზიარეთ სია თქვენს კინომოყვარულ მეგობრებს!