სიის შედგენისას გაოცებულები დავრჩით, თურმე რამდენი საბავშვო გადაღება შეიცავს სოციალურ გზავნილს, ეს კი ფილმებს არამხოლოდ საბავშვოს ხდის, არამედ დიდებისთვისაც აუცილებლად სანახავ ნამუშევრებად აქცევს. გთავაზობთ 9 ფილმს, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებს.
1. თავდაყირა
2015 წლის ანიმაცია გასართობი და გულისამაჩუყებელია. მთავარი პერსონაჟი რაილი ცდილობს საკუთარი სევდა ჩაიხშოს, ეს კი მის პრობლემებს უფრო ამწვავებს. სევდა ცხოვრების ნაწილია და ამ დროს სხვის დახმარებას ვსაჭიროებთ. არ შეგეშინდეთ ცუდი განწყობის, გაუზიარეთ ემოციები სხვებს და ეს ძალიან დაგეხმარებათ. ეს ცხოვრებისეული გზავნილი აქვს ამ საყვარელ ანიმაციას.
2. მეფე ლომი
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანიმაცია, რომელიც ოჯახის მნიშვნელობაზე უსვამს ხაზს. რთულია, ბოლომდე გამოხვიდე იმ მდგომარეობიდან, რასაც მშობლის ძალადობრივი სიკვდილი იწვევს. ტკივილი დროთა განმავლობაში მცირდება, მაგრამ ცოცხალი არსება ყოველთვის მენტალური ჭრილობებით იარსებებს.
სიმბას მეგობრები უდგანან გვერდში, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მეგობრების დახმარებით ტრაგიკული ეპიზოდი პოზიტიური სცენებით ნაცვლდება.
3. ვარსკვლავური ომები
ჯორჯ ლუკასის ნამუშევარს წარდგენა არ სჭირდება.
ორიგინალი ტრილოგია წარმოგვიდგენს უნიკალური ადამიანებით დასახლებულ სამყაროს, უცხოპლანეტელებისა და სხვადასხვა კულტურის შერწყმით. ფილმში ჟღერდება ფრაზა ,,ჩვენ ძირითადად მხოლოდ საკუთარ ხედვებზე ვართ დამოკიდებული” – ამით იმის თქმა სურთ, რომ საკმარისი არ არის, მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან საუბარი, აუცილებელია ვცადოთ და სხვისი თვალითაც შევხედოთ ამ სამყაროს.
4. ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა
1971 წელს გამოსული ეკრანიზაცია, ზღაპარი მისტიკაზე, სიცრუესა და სიმართლეზე. 2005 წელს ტიმ ბარტონმა ,,ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” გადაიღო, სადაც ვილი ვონკას მემკვიდრეობის გაგრძელებაა ნაჩვენები. ორივე ფილმი მნიშვნელოვან გზავნილს ატარებს.
ჩარლი ბაკეტი ღარიბი ოჯახიდანაა, რომელსაც ვილი ვონკას ჯადოსნურ ქარხანაში წასვლის შანსი უჩნდება სხვა ბავშვებთან ერთად. ჩარლის პიროვნულობამ და პატიოსანმა ხასიათმა მას გამარჯვება მოუტანა, ვილი ვონკამ ის ყველა ბავშვისგან გამოარჩია.
5. ნარნიას ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და ჯადოსნური კარადა
დისნეის სჩვევია თავის ნამუშევრებში ფარული იდეების ჩადება. ფილმში მუდმივი ბრძოლა, საშიშროება და კეთილი ბოროწის წინააღმდეგ პრინციპი მოქმედებს. ნაწარმოები გაბედული, მამაცი ხასიათის წახალისება და სიკეთის სახელით პირწმინდა გამარჯვების მოპოვებაა.
6. ჯუნგლების წიგნი
რადიარდ კიპლინგის ნაწარმოები, რომელიც 1967 წელს ცნობილ ანიმაციად თავად უოლტ დისნეის პროდიუსერობით იქცა. მაუგლის, რომელიც ობოლი ბიჭია, მგლები ზრდიან, ის ცხოველებთან თანაცხივრობს და ტყე მისთვის სახლივით ხდება.
ეს ანიმაცია სხვადასხვა სახეობების ტკბილ თანაცხოვრებას წარმოაჩენს, თანაც მწერალმა და გადამღებლა ჯგუფმა ეს ძალიან ლამაზი გზით მოახერხეს.
7. დაუჯერებლები
ფილმი სუპერგმირებზე, სადაც კვლავ ოჯახური ღირებულებებია წინა პლანზე. პოლიტკორექტულობა და სწორი საქციელი ქაოსურ საზოგადიებაში ყველას არ მოსწონს, განსაკუთრებულ ადამიანებს წარმოჩენა სჭირდებათ, მათი შესაძლებლობები უნდა დაფასდეს. სიკეთე კი ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას.
8. მწერის ცხოვრება
1998 წლის ანიმაცია. მთავარი პერსონაჟი, მარტოსული გამომგონებელი ფილკი ცდილობს ცხოვრება უკეთესი გახადოს სხვა მწერებისთვის. მას თავისი კოლონიიდან აგდებენ, ბოროტი მწერები კი ფილკის მეგობრებს ავიწროებენ. თუმცა ფილკის უნიკალური ხასიათი და სამუშაო ეთიკა მას იდეალურ გამოგონებებისკენ წაიყვანს. ის კოლონიის გმირად იქცევა.
დევიზი ისაა, რომ მუდმივად ვეცადოთ გამოვავლინოთ ჩვენი საუკეთესო უნარები!
9. პინოქიო
ხის ადამიანის საინტერესო თავგადასავალი. ის ცდილობს ნამდვილი ბიჭუნა გახდეს.
თუმცა რეალური ცხოვრება რთულია. იმისთვის, რომ ნამდვილ ბიჭად იქცეს, მან ადამიანის საუკეთესო თვისებები უნდა შეიძინოს. პიოქიო ბევრ შეცდომას უშვებს, თუმცა ბოლოს ყველაფერი ეპატიება, რადგან მას ეხმარებიან.
საბოლოო გზავნილი არის ის, რომ ყველაფერს ჩვენით ვერ გავაკეთებთ. სასწაულები მაშინ ხდება, როცა სხვებს ვეხმარებით.