მთავარი ჯანმრთელობა როგორ გავითავისუფლოთ გაჭედილი ცხვირი 15 წუთში

როგორ გავითავისუფლოთ გაჭედილი ცხვირი 15 წუთში

by Keti

ყველას, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ცხვირის გაჭედვის პრობლემა, დაგვეთანხმება, რომ მისგან გათავისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. გთავაზობთ ამისთვის ეფექტურ გზებს.

6. დაიმასაჟეთ წარბებსშუა წერტილი

ერთი წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი.

ეს მასაჟი:

  • აფერხებს სიმშრალეს და აქრობს ანთებით პროცესებს
  • აქვს პრევენციული ეფექტი
  • ამცირებს სიმძიმეს შუბლის მიდამოში
5. დაიმასაჟეთ ცხვირის ხიდები

წრიული მოძრაობით, საჩვენებელი და ცერა თითის დახმარებით, გაიკეთეთ მასაჟი ცხვირის ,,ფრთებზე” 1-2 წუთის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ დაიბრუნოთ მარტივი სუნთქვა.

4. დაიმასაჟეთ ტუჩის ზემოთ და ცხვირის ქვემოთ მდებარე წერტილი

ნაზი მოძრაობით დაიმასაჟეთ ეს წერტილი 2-3 წუთით. ვარჯიში მოგიხსნით ჩაკეტილობას.

3. გამოიყენეთ დამატენიანებელი

როცა ჰაერის ტენიანობა 40%ზე ნაკლებია, ცხვირის ლორწო შრება და ხელს უშლის თავისუფალ სუნთქვას. ამ დროს კი ბაქტერიების გაბრავლება მარტივია. ოპტიმალური ტენი არის 40%დან 60%მდე.

2. გაითბეთ ცხვირის ხიდი

დაიდეთ თბილი ქსოვილი (შეგიძლიათ მიკროტალღურში გაათბოთ ან ცხელ წყალში). კომპრესი ძალიან ცხელიც არ უნდა იყოს, მხოლოდ კომფორტული ტემპერატურის. სითბო ცხვირის ლორწოს გაათხელებს. გათბობის შემდეგ ცხვირში ჰაერი შეუშვით და დაიბადეთ ის მარილწყალით.

1. თუკი ცხვირის დაცობის მიზეზი ალერგიაა, ივარჯიშეთ

როცა გულის ცემა საკმარისად იზრდება და სხეული თბება, ამას კარგი ეფექტი აქვს ცხვირის ლორწოს გათხელებაზე და თავისუფლად სუნთქვა გამარტივდება. 15 წუთიანი ფიზიკური აქტივობა საკმარისია ალერგიულ რინიტთან გამკლავებაში (თუკი ალერგენებს აირიდებთ).

რომელი მეთოდია თქვენთვის ყველაზე მოსაწონი?