მთავარი ჯანმრთელობა 10 უწყინარი ნიშანი იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი ტოქსინებით არის სავსე

10 უწყინარი ნიშანი იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი ტოქსინებით არის სავსე

by Keti

ტოქსინები ყველგან არის, ჰაერში, წყალში, საჭმელში. ჩვენს საყვარელ სმარტფონებშიც კი საკმარისი რაოდენობის ბაქტერიაა ჩვენს დასაავადებლად. ტოქსინებით ყოველდღიურად ივსება ჩვენი ორგანიზმი.

ამ ყველაფერს დეტოქსიკაცია შველის. სტატიის ბოლოს, ბონუსის სახით, დეტოქსის მეთოდსაც გასწავლით, მანამდე კი გადავხედოთ ტოქსინებით სავსე ორგანიზმის სიმპტომებს:

გაქვთ შეკრულობა

ბევრ საკვებში უხვად შედის ქიმიური ნაერთები, კონსერვანტები, საღებავები, არომატიზატორები. ეს ყველაფერი კი უხვად ტოქსინებს აგროვებს, რაც იწვევს მუცლის შებერილობას და შეკრულობას.

მიირთვით ორგანული საკვები, შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება და მიიღეთ ბევრი წყალი. ასე გადაჭრით პრობლემას.

გონების დაბინდვა

თუ არეულად და დაბნეულად გრძნობთ თავს, გიჭირთ კონცენტრაცია და ღამე ძილი, შესაძლოა დამაზიანებელი ტოქსინები გიტევთ. ეს ტოქსინები რეაქციების მთელ სერიას იწვევენ, რაც საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს ართმევს ორგანიზმს. დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როცა მანქანაში ცუდ ზეთს ასხამთ.

დეოდორანტები არ გშველით და მაინც ოფლიანობთ

თქვენ იღებთ დილის შხაპს, ისხამთ დეოდორანტებს, მაგრამ ხალხი მაინც თავს გარიდებთ, როცა უახლოვდებით. ეს შესაძლოა იმ ტოქსინების ბრალია, რომლებიც გაზებსა და სუნს უშვებს ორგანიზმის ფორებში. ეს კი მკვეთრი სუნის ოფლს გამოიმუშავებს.

გაწუხებთ სახსრებისა და კუნთების ტკივილი

არ გივარჯიშიათ და არც მძიმე სამუშაო შეგისრულებიათ, მაგრამ მაინც გრძნობთ კუნთებში ტკივილს? მიზეზი ტოქსინებია. სხვა გამოსავალი არ არსებობს, თქვენ აუცილებელ დეტოქსიკაციას საჭიროებთ.

ხელზე ჩნდება დაზიანებული ადგილები

კანი ტოქსინების შემოტევებისას ყველაზე ადვილად ზიანდება, რადგან ის ყველაზე დიდი ორგანოა. შამპუნები, კონდიციონერები, საპნები, ლოსიონები ხშირად დამაზიანებელ ქიმიას შეიცავს. ეს კი ხშირად აკნეს, ეკზემასა და გამონაყარს იწვევს. გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი კოსმეტიკა.

გიჭირთ დაძინება

ტოქსინები ქრონიკულ დაღლილობას იწვევს, ამავდროულად კი ძილშიც გვიშლის ხელს. დიდი რაოდენობით ტოქსინები აქვეითებს ძილის-კონტროლის ჰორმონ ,,კორტიზოლს”. ინსომნია კი ჯანმრთელობის გართულებას იწვევს. მიაქციეთ ამ სიგნალს ყურადღება.

იმატებთ წონაში

მიუხედავად თავდაუზოგავი ვარჯიშებისა, მაინც იმატებთ წონაში. ამ დროს რაღაც ისე ვერ არის ჰორმონალურ მდგომარეობაში. ტოქსინები ბევრი ტიპის ჰორმონებს ებრძვიან, მათ შორის წონის მაკონტროლებელსაც. დეტოქსი და ორგანული დიეტა ამ პრობლემას მოაგვარებს.

საკუთარი პირის ღრუდან სუნი თქვენვე გაწუხებთ

უსიამოვნო სუნი უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებიდან მოდის. ამ დროს შესაძლოა მიზეზი ღვიძლის ტოქსინებთან ბრძოლაც იყოს.

ფრჩხილები მტვრევადი და სუსტია

ტოქსინები ორგანიზმს ასუსტებს, ეს კი ფრჩხილებზე მარტივად აისახება. თუ ფრჩხილი ყვითლდება, თხელდება და ხდება ადვილად მტვრევადი, დიდი შანსია, ეს ტოქსინების ,,დამსახურება” იყოს.

თმის ცვენა

თმის ინტენსიური ცვენა განსაკუთრებული ტოქსინების – დარიშხანის, ტყვიისა და ტალიუმის სიჭარბის ბრალია. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

ბონუსი: როგორ მოვახდინოთ დეტოქსიკაცია

თუკი რომელიმე სიმპტომი გაწუხებთ, დეტოქსის ჩატარება ნამდვილად კარგი აზრია. გთავაზობთ მარტივ მაგალითებს, რაც ცხოვრების სტილის შეცვლაში დაგეხმარებათ

  • დალიეთ ბევრი წყალი; ეს ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს.
  • ტოქსინები ღვიძლს აზიანებს. ღვიძლის ჯანმრთელობისთვის კი დალიეთ ბაბუაწვერას ჩაი ან დაამატეთ საკვებს ოხრახუში, ქინძი, ბაყაყურა.
  • დაკავდით იოგით. ეს გაზრდის სხეულის ცირკულაციას და ტოქსინების გამოყოფაში დაგეხმარებათ.
  • გაიხეხეთ კბილები ღამე, ჭამის შემდეგ. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდაც.
  • მიირთვით მხოლოდ სუფთა, ორგანული საკვები.
  • დაამატეთ კვებაში პრობიოტიკები.
  • გამოიყენეთ ნატურალური კოსმეტიკის პროდუქცია.

თქვენ როგორ ებრძვით ტოქსინების შემოტევას? დაწერეთ კომენტარებში რჩევების სახით.