მთავარი ჯანმრთელობა ხალხური საშუალებები დაღლილობისგან მოსახსნელად

ხალხური საშუალებები დაღლილობისგან მოსახსნელად

by Keti

დილით ადგომა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, იოლი არაა. ამ დროს ორგანიზმი გამოფიტულია და დაღლილი. აუცილებელი ენერგიის ნაკლებობა ხელს გვიშლის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაში და გვიუარესებს განწყობას.

ორგანიზმი ტონუსში რომ იყოს და მიიღოს აუცილებელი ენერგია, ეცადეთ, მოამზადოთ ამ 4 საშუალებიდან რომელიმე. ისინი ებრძვის ქრონიკულ დაღლილობას.

ორგანიზმის დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლის 4 საშუალება

თითოეული მზადდება სწრაფად და შედგება ყველაზე ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან.

თაფლითა და ნიგვზით

ინგრედიენტები

  • 150 გ ნიგოზი
  • 150 გ თხევადი თაფლი
  • 1 ლიმონი

მომზადება

  1. ნიგოზი და ლიმონი ხორცსაკეპში ან ბლენდერში გაატარეთ.
  2. დაამატეთ თაფლი და აურიეთ. ჩაასხით შუშის ქილაში, დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

მიიღეთ 1 ს.კ. დღეში ორჯერ, ჭამის წინ. მიაყოლეთ 1 ჭიქა თბილი წყალი.

ყურძნის წვენი

აიღეთ 1 კგ წითელი ყურძენი და გამოწურეთ. შემდეგ მინის ქილაში ჩაასხით, დაახურეთ და შედგით მაცივარში. ინახება 1 კვირა. მიიღეთ 2-2 ს.კ. ჭამის წინ, დღეში 2ჯერ. შეგიძლიათ წყლით გააზავოთ.

წიწვის ნახარში

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. დაქუცმაცებული ფიჭვი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 200 მლ წყალი

მომზადება

  1. წიწვს წყალი დაასხით და აადუღეთ.
  2. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთი, გადმოდგით, გააციეთ. დაამატეთ 3 ს.კ. თაფლი და დატოვეთ 1 საათით, თბილ, მშრალ ადგილას.

მიიღეთ 2 ჩ.კ. ყოველდღე, ვახშმის შემდეგ.

რძე თაფლით

ინგრედიენტები

  • 200 მლ რძე
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 0,5 ს.კ. მშრალი გვირილას ყვავილი

მომზადება

  1. გვირილას დაასხით რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე, აადუღეთ. გააციეთ.
  2. ნახარში გაწურეთ ორმაგ მარლაში და დაამატეთ თაფლი.

საშუალება მოამზადეთ გამოყენებამდე, სჯობს დალიოთ გვიან საღამოს, რადგან ხელს უწყობს მშვიდ ძილს.

ნებისმიერი საშუალების შერჩევისას გამორიცხეთ ალერგიული რეაქციის შესაძლებლობები. არ დაგავიწყდეთ: ხალხური საშუალებები დამხმარე თერაპიაა, მკურნალობისთვის აუცილებელია, მიმართოთ ექიმს.

შეინახეთ სასარგებლო სტატია და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!