მთავარი კულინარია თხელი აფუებული ცომის რეცეპტი პიცისთვის

თხელი აფუებული ცომის რეცეპტი პიცისთვის

by Keti

გიყვართ პიცა? მე ძალიან. საუკეთესო პიცის საიდუმლო არამხოლოდ შიგთავსში, არამედ წარმატებულ ცომშიცაა.

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ცომს ძალიან თხელს და რბილს გახდის.

პიცის ცომის მომზადება

ეს იტალიური პიცის ნამდვილი კონკურენტი იქნება!

ინგრედიენტები

  • 400 გ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 8 გ მშრალი საფუარი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 2,5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 220 მლ წყალი

მომზადება

1. ფქვილი მარილს შეურიეთ, გაცერით ნარევი. ფქვილის გორის ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ.

2. ცალკე გახსენით საფუარი და შაქარი თბილ წყალში, ჩაასხით ფქვილის ჩაღრმავებაში.

3. დაიწყეთ ცენტრიდან და მოზილეთ ცომი ხელით ან კოვზით. პროცესში დაამატეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

4. 5 წუთი ზილეთ ცომი ხელით, რათა გახდეს გლუვი და ელასტიური.

5. მოამრგვალეთ ცომი ბურთივით.

6. ჯამის კედლებს და ძირს თხლად წაუსვით ზეთი, ჩადეთ ცომი, დააფარეთ ჩაის ტილო.

დატოვეთ ცომი ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით. ის უნდა გაიზარდოს 2ჯერ.

7. გაყავით ცომი 2 ტოლ ნაწილად, გააბრტყელეთ ორივე. დაადეთ შიგთავსი.

8. შიგთავსი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ. სოუსის სახით, რომელსაც ფირფიტაზე წაუსვამთ, გამოიყენეთ მაიონეზი ან ტომატი.

ძეხვი თხლად დაჭერით, გახეხეთ ყველი, დაამატეთ საყვარელი სანელებლები, ახალი მწვანილი: კამა, ოხრახუში, ბაზილიკი…

ეს რეცეპტი დაგეხმარებათ, როცა ცხელი პიცა მოგინდებათ. მისი შეკვეთა არ მოგიწევთ, არც პიცერიაში წასვლა, სახლში მიიღებთ რბილ, თხელ და მოქნილ ცომს. დაამატეთ მას ნებისმიერი მორთულობა და თქვენს სუფრაზე გემრიელი და არომატული პიცა გაჩნდება.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!