მთავარი ჯანმრთელობა როგორ მოვდუნდეთ რთული და მძიმე დღის შემდეგ?

როგორ მოვდუნდეთ რთული და მძიმე დღის შემდეგ?

by Keti

მნიშვნელოვანია კუნთების გავარჯიშებაცა და მოდუნებაც. კომპიუტერთან, მერხხთან, საჭესთან ჯდომის შემდეგ ზურგის კუნთებში დაძაბულობა გროვდება.

როგორ მოვადუნოთ ზურგი

ეს სპეციალური ვარჯიშებით ხდება:

1. როგორ მოვადუნოთ ზურგის კუნთები? დაგჭირდებათ რამდენიმე ბალიში. ეფექტის მისაღწევად ამ პოზაში დასხედით 5 წუთი.

2. დასხედით შემაღლებაზე. პირველ ბალიშზე დადეთ დახვეული პირსახოცი. მენჯ-ბარძაყის სახსრების გახსნა შემაღლების უკუპროპორციული უნდა იყოს.

3. ამოიდეთ რამე მუხლქვეშ, რათა ძალისხმევის გარეშე გადაშალოთ ფეხები.

4. დასხედით მოხერხებულად საყრდენის ნაპირზე და ხელებით უკან გასწიეთ დუნდულა კუნთები. გამოჭიმეთ ისინი საჯდომის ძვლებისგან.

5. შეეცადეთ წინ გადახრას. თუ გავა გადმოიხრება წინ, ზურგი კი მომრგვალდება, დუნდულების ქვეშ უფრო მაღალი ბალიში გამოიყენეთ. იპოვეთ ის სიმაღლე, რომლიდანაც წინ სწორი სხეულით დაიხრებით და შექმნით ფეხებთან მახვილ კუთხეს.

6. ტერფები დაალაგეთ ერთმანეთისგან 15 სმ-ს დაშორებით, ფეხებზე ზემოდან დაიდეთ ბალიში.

7. გაიჭიმეთ, დაეშვით ბალიშზე. ასე შეგიძლიათ ზურგი მოამრგვალოთ და მოადუნოთ. თუ დაშვებისას იგრძნობთ, რომ თავი დაბლა ეშვება, ამოიდეთ ისევ ბალიში.

გონება არაფერმა გაგიფანტოთ. ეცადეთ არ იმოძრაოთ, ისუნთქეთ სწორად, სრულად მოეშვით. ამოსუნთქვისას აზრობრივად მოიხსენით დაძაბულობა ზურგის კუნთებისგან. გაჭიმვისას არ უნდა იგრძნოთ ტკივილი.

კიდევ ერთი სასარგებლო ვარჯიშია გორგოლაჭზე წოლა. ის ადუნებს და ტანადობას უზრუნველყოფს.

შესრულების ტექნიკა
  1. გააკეთეთ პირსახოცისგან გორგოლაჭი, რომელიც 10 სმ იქნება.
  2. დასხედით საკმარისად მყარ ზედაპირზე, ამოიდეთ გორგოლაჭი ზურგს უკან.
  3. ფრთხილად დაუშვით ზურგი მასზე. ხელით მოსინჯეთ, რომ პირსახოცი წელის ქვეშ იყოს, ჭიპის მოპირდაპირედ და ოდნავ ქვემოთ.
  4. ფეხები მხრების სიგრძეზე გაშალეთ, შემდეგ ფეხის თითები შეაერთეთ, ქუსლები კი დატოვეთ 20-25 სმ-ზე.
  5. გაშალეთ ხელები ზემოთ, თავს უკან, ხელისგულებით ქვემოთ. დადეთ ისინი იატაკზე და მიუახლოვეთ ერთმანეთს ნეკა თითები.

იწექით ასე 5 წუთით. კუნთი ნელ-ნელა მოდუნდება, სპაზმი გაქრება და სხეული მთლიანად დაისვენებს. ასევე ეს ვარჯიში ხელს უწყობს ცხიმების დაწვას.

იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები!