მთავარი ჯანმრთელობა 8 ფარული ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელსაც არეული სახლი იწვევს

8 ფარული ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელსაც არეული სახლი იწვევს

by Keti

გიყვართ თუ არა დალაგება, არეული ოთახები მაინც მოქმედებს თქვენზე. ადამიანზე ბევრის გაგება შეიძლება იმის მიხედვით, თუ როგორ ალაგებს სახლს, როგორ რეცხავს ჭურჭელს. უბრალოდ დააკვირდით მათ სახლს, როდესაც ესტუმრებით.

ჩვენი თავის უკეთ გაცნობა ყოველთვის საჭიროა, ასევე სხვა ადამიანებისაც. გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ ყოველდღიურ ჩვევებს და მათ ფსიქოლოგიურ გამოვლენებს.

1. გასარეცხი ტანსაცმელი შეტენილია კარადაში, ყუთებში, კომოდში.

ერთი შეხედვით, მათი ოთახი უნაკლოდ გამოიყურება: სუფთა იატაკი, ლამაზად დაწყობილი წიგნები, პოსტერები… მაგრამ როგორც კი რომელიმე კარადაში შეიხედავთ, შეიძლება დამტვრეული ნივთები, ძველი ტანსაცმელი და ა.შ. იპოვოთ.

ასეთი ტიპის ადამიანები დრამატულები არიან. უყვართ საუკეთესო თვისებების ჩვენება, სხვებისთვის თავის მოწონების მიზნით. ამიტომ, მარტივია, უბრალოდ დამალო ძველი ნივთები და გარეგნულად გაალამაზო სახლი!

2. სახლი საჭიროებს განახლებას

ზოგიერთი წლების განმავლობაში ცხოვრობს ერთი და იმავე რეკვიზიტებთან ერთად, ეს შეიძლება იყოს სკოლის დროინდელი პოსტერი ან გაკვეთილების ცხრილი. ისინი თავიანთ საცხოვრებელს, როგორც დროებითს, ისე ექცევიან, თითქოს სულ სხვაგან გადასვლას გეგმავენ.

თუმცა ისინი ზოგჯერ დროებით საცხოვრებელს ათეულობით წლების განმავლობაში არ შორდებიან. ასეთი ადამიანები მუდმივად მომავლით ცხოვრობენ და აწყმოში არსებობა მუდამ დისკომფორტია მათთვის.

3. არეული სამუშაო ადგილი

სამუშაო ადგილი ბევრს ამბობს ადამიანზე. ზოგი ყველაფერს ახარისხებს, ალაგებს, სხვები კი სულ ურევენ.

საჭირო ნივთები, სამუშაო მაგიდა, მტვრიანი კომპიუტერი… თითქოს ჩამოუყალიბებლობის გამოხატულებაა. მაგრამ ზოგჯერ ამაში ვლინდება ადამიანის კრეატიულობა და ასეთ გარემოში მუშაობა მათ კომფორტს უქმნის.

სავსე ნიჟარა, სარეცხი მანქანა ან ნაგვის ურნა

ცოტა ადამიანს თუ უყვარს დასუფთავება და დალაგება. მაგრამ ზოგს ეს იმდენად სძულს, რომ საშიშები ხდებიან. ისინი მუდმივად აგროვებენ ჭუჭყიან ნივთებს და სხვაგან ათავსებენ, რათა შთაბეჭდილება შეიქმნან, რომ ყველაფერი სუფთად აქვთ.

ზოგადად, უმჯობესია რეგულარულად ვაკეთოთ ცოტ-ცოტა საქმე, ვიდრე ერთიანად დავიგროვოთ, მაგრამ ძირითადად სიზარმაცე სწორედ საქმეების მოგროვებას გვაიძულებს.

5. თითქოს იქ არავინ ცხოვრობს

ზოგი ადამიანი სახლს მხოლოდ ძილისთვის იყენებს. ასეთი სახლები სუფთაა, ცოტა ავეჯია და თითქმის არ არის ჭურჭელი. ზოგჯერ მაცივარიც კი არ აქვთ. ასეთი ტიპის სახლები უმეტესად სტუდენტებს აქვთ, რადგან სახლში ნაკლებ დროს არატებენ.

თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს მეტი კომფორტი სჭირდება საცხოვრებლად. ასეთ ცარიელ გარემოში დროის დიდხანს გატარებამ კი შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემებიც გამოიწვიოს.

6. ნარჩენები სამზარეულოში

სამზარეულო, წესით, ყველაზე სუფთა ადგილი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად საჭმლისა და ჭურჭლის ნარჩენები ამ სისუფთავეს ძირს უთხრის. ეს ჯანმრთელობისთვისაც კი საშიშია.

თან ზოგჯერ ეს მხოლოდ სიზარმაცის ბრალი არ არის, კვლევების მიხედვით, ამას დეპრესიაც იწვევს, როცა ადამიანს საჭირო ენერგია არ აქვს სახლის დასალაგებლად.

7. ჭუჭყიანი სააბაზანო

აბაზანა სარელაქსაციო ადგილია, თავისი არომატებითა და წყლის ტემპერატურის მონაცვლეობით.

აბაზანაში ერთი შეხედვაც საკმარისია, რათა დავინახოთ მისი მეპატრონის დამოკიდებულება სისუფთავესთან. თავის მოვლის საშუალებები, წესით, წესრიგში უნდა იყოს, რადგან ეს ადამიანისთვის საჭირო ნივთებია. მათი არეულობა კი ხშირად სტრესის ბრალიცაა, როცა ადამიანს დრო არ აქვს მოსაწესრიგებლად.

8. ზედმეტად ბევრი ნივთი

ზოგ ადამიანს უჭირს ნივთებთან გამომშვიდობება, მათ შორის, არასაჭიროებთანაც. მათ ისინი ხშირად აქვთ შენახული ძველი მოგონებების მიზნით.

ასეთ ადამიანებს არ სურთ მოვლენების შეცვლა და ცდილობენ შეინარჩუნონ არსებული. უარეს შემთხვევაში, კი ადამიანებს დამატებით მოაქვთ სახლში არასაჭირო ნივთები. ეს უკვე ნევროზული აშლილობის ნიშანია.

ბონუსი: ზედმეტი სისუფთავე

ზოგიერთი ადამიანი პირიქითაა, ისინი სულ ასუფთავებენ. თუ ამას ზედმეტად ხშირი ხასიათი აქვს, ესე იგი, საკითხი პრობლემურია. ზოგჯერ ასეთ ადამიანებს სტუმრების მოსვლაც არ უნდათ, რათა მათ რაიმე არ დააზიანონ სახლში.

პერფექციონისტული ხასიათი და მუდმივი დალაგება უკიდურეს შემთხვევაში შფოთვის ნიშანია, ხშირად კი უბრალოდ განტვირთვის, რადგან ბევრი ადამიანი დასუფთავების პროცესში მშვიდდება.

კვლევები გვაჩვენებს, რომ ხშირი დალაგება ხსნის კონცენტრაციის პრობლემებსაც, გვხდის უფრო პასუხისმგებლიანს, ბედნიერს, თავდაჯერებულს. შეგიმჩნევიათ ირგვლივმყოფ ადამიანებში ასეთი თვისებები?