მთავარი ჯანმრთელობა 10 მიზეზი რატომაც უნდა გადააგდოთ ე.წ. ,,შლოპანცები” – ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის უნდა გააკეთოთ

10 მიზეზი რატომაც უნდა გადააგდოთ ე.წ. ,,შლოპანცები” – ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის უნდა გააკეთოთ

by Keti

ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ხშირდება ჩუსტებით მოსიარულე ადამიანების რიცხვი. ამერიკელმა პედიატრებმა დაადგინეს, რომ ,,შლოპანცები” ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის და ბევრ დაავადებას იწვევს.

გთავაზობთ 10 მიზეზს, თუ რატომ აღარ უნდა ჩაიცვათ ისინი.

სოკოსა და ბაქტერიის რისკი

ასეთი ჩუსტი ყველაზე ხელსაყრელია ამ არასასიამოვნო ორგანიზმების გასამრავლებლად.

ნელი სიარული

ესეც ცხადია და გამოცდილიც გექნებათ, რომ ჩუსტებით ბევრად ნელა გადაადგილდება ადამიანი, ვიდრე მაგალითად, კედებით, ან ბოტასებით.

ზრდის მოტეხილობის რისკს

მათი ტარებისას განსაკუთრებული დატვირთვა მუხლზე და კოჭზე მოდის, ეს კი ფეხის სახსრების ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა.

ქუსლების დაზიანება

ქუსლები მუდმივ სტრესშია, როცა ასეთი დაბალძირიანი ფეხსაცმლით დავდივართ, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ გააუხეშებს მათ კანს, ან ტკივილს გამოიწვევს.

ბუშტუკების გამომწვევი

ხშირად უხეში ნაწილი, რომელიც თითებს ეხება იწვევს ნახეთქებს და წყლულებსაც კი. ეს კი ზრდის დაინფიცირების რისკს.

 ფეხის თითების მუდმივი ზიანი

ჩუსტების ტარებისას დიდი დატვირთვა მოდის თითებზეც, ამიტომ ისინი მარტივად ზიანდება.

მაზოლების გაუარესება

დაგვეთანხმებით, ეს მტკივნეული, არასასიამოვნო და არაესტეთიური პრობლემაა.

სხეულის მდგომარეობის შესუსტება

ხშირად ფეხების დაძაბულობის ასარიდებლად, ვცდილობთ, ,,მსუბუქად” ვიაროთ, ეს კი დიდ დარტყმას აყენებს ხერხემალს და რთული ხდება წონასწორობის დაცვა გაჭიმულ პოზიციაში.

ტენდინიტისა და ბურსიტის საფრთხე

,,შლოპანცების” რეგულარული გამოყენება ტერფის დისბალანსს იწვევს, რაც დიდ ტკივილს აყენებს მის ძვლოვან მხარეს. შედეგი კი ხშირად მძიმეა.

ტოქსიკური მატერია

ასეთ ჩუსტს ხშირად ლატექსისგან ამზადებენ, მასზე კი ბევრ ადამიანს აქვს ალერგია. ასევე შეიცავს ისეთ რეზინს, რომელიც კანის კიბოს რისკის განვითარებას ზრდის. უპირატესობა მიანიჭეთ ქარხნულ ან ტყავის ქსოვილს.

აპირებთ ზაფხულში ,,შლოპანცების” ტარებას? გაგვაგებინეთ კომენტარებში თქვენი აზრი!