მთავარი სილამაზე ხშირი თმა მხოლოდ ერთ თვეში. გთავაზობთ სწრაფი ზრდის მეთოდს!

ხშირი თმა მხოლოდ ერთ თვეში. გთავაზობთ სწრაფი ზრდის მეთოდს!

by Keti

მდოგვის ფხვნილი ცნობილია, როგორც თმის ზრდის სტიმულატორი. ის ნთქავს ზედმეტ ცხიმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ასეთი რთული ინგრედიენტი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა თავის კანი არ გამოშრეს და ქერტლი არ გაჩნდეს. თუ მდოგვზე ალერგია გაქვთ, მაშინ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ასეთ დროს, ზეითუნის ზეთი დაამატეთ, ან კვერცხის გული, კეფირი.

თმის ნიღაბი მდოგვით

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი
  • 2 ს.კ. ცხელი წყალი
  • 1 კვერცხის გული
  • 2 ს.კ. ზეითუნის ან ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი
  • 2 ჩ.კ. შაქარი

მომზადება

შეურიეთ ყველაფერი. ნიღაბი კვერცხის გულის გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ, მისი შეცვლა თაფლით შეიძლება.

გამოყენება

წაისვით ნიღაბი, თმა გაიყავით და ისე წაისვით, რადგან ნიღაბმა თავის კანზე და თმის ძირებზე უნდა იმოქმედოს. ეცადეთ არ მოგხვდეთ თმის ბოლოებზე. წასმის შემდეგ პოლიეთილენის ქუდი ჩამოიცვით. შემდეგ თბილი პირსახოცი შემოიხვიეთ.

გაიჩერეთ 15 წუთიდან 1 საათამდე. პირველად 15 წუთი გაიჩერეთ, თუნდაც თავზე წვა იგრძნოთ. ამ მცირე დროში არაფერი დაგიზიანდებათ, თქვენ კი მიეჩვევით და ნიღაბს 30 წუთი და მეტი გაიჩერებთ, რაც უფრო ეფექტური იქნება.

თმის ბოლოებზე სჯობს, ზეთი წაისვათ, რადგან ნიღაბი მას აშრობს. მდოგვის ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ, თუ თმა ძალიან ცხიმიანია, კვირაში 2ჯერაც შეიძლება. საერთო კურსია მინიმუმ 1 თვე.

ამ ნიღაბის გამოყენების შემდეგ თმა სწრაფ ზრდას დაიწყებს, გახდება ხშირი და აბრეშუმისებური. ის ნაკლებად გაცხიმიანდება.

დარწმუნდით ნიღბის ეფექტურობაში და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!