მთავარი ჯანმრთელობა რითია სასარგებლო ამარანტი

რითია სასარგებლო ამარანტი

by Keti

მარა – ძველი სლავებისთვის სიკვდილის ქალღმერთის სახელია. ”ამარანტი” კი თარგმნით სიკვდილის უარმყოფელს ნიშნავს. რაც მეტი მეცნიერი გამოიკვლევს ამ შესანიშნავ მცენარეს, მით მეტი გასაოცარი თვისება გამომჯღავნდება მისი.

ამარანტის თესლისა და ზეთის უნიკალურ თვისებებს სწავლობდა  ცნობილი ბოტანიკოსი ნიკოლაი ვავილოვი გასული საუკუნის 30-იან წლებში. თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ შრომების დიდი ნაწილი დაიკარგა. ახლა კვლავ თავიდან სწავლობენ ამ ბუნებრივ მკურნალს.

ამარანტის სასარგებლო თვისებები

1. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ზეთს, სხვადასხვა ვიტამინს, მიკროელემენტებს, პექტინს, კაროტინს, ლიზინს… იაპონიაში ამარანტი ისევე ფასობს, როგორც კალმარების ხორცი.

2. ამარანტის თესლი შეიცავს ზეთს. გემოთი ის ჰგავს კედარის კაკალს. თესლის დამატება შეიძლება ყველანაირ ცომეულში, ტორტებში.

3. ამარანტის ფოთლები მდიდარია c ვიტამინით, კაროტინით, ფლავონიდებით, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის მარილებით. მათ იყენებენ გასტრიტის, პანკრეატიტის, შაქრიანი დიაბეტის, სიმსივნეების დროს. მათ ამატებენ სუფებში, ღვეზელის შიგთავსში,  ჩაიში… გემოთი ჰგავს ისპანახს.

4. ამარანტის ზეთი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს- სკვალენს. ზეთი ახდენს კანის სწრაფ რეგენერაციას, ახორცებს ჭრილობებს. ის კურნავს ეკზემას, კანის სოკოვან და ანთებით დაავადებებს. ზეთის  გამოყენება შეიძლება როგორც გარეგანად, ისე შინაგანი მოხმარებისთვის.

5. ამარანტის ნაყენი და ნახარში აჩერებს სისხლდენებს, კურნავს ღვიძლს და გულს. ამარანტის ნაყენს იყენებენ ბაშვებში ღამის ენურეზის დროსაც.

6. ამარანტის წვენს იყენებენ კანის გასაწმენდად, თმაზე გადასავლებად. მასში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები აახალგაზრდავებს კანს, ბზინვარებას ანიჭებს თმას.

7. ამარანტის ფქვილს ამზადებენ თესლისგან. ის არ შეიცავს გლუტენს. ამარანტის ფქვილი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს წონაში კლებას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

არაჩვეულებრივი მცენარეა!  უამრავი სიკეთის დაწერა შეიძლება მასზე. ერთი სტატია ამას ვერ დაიტევს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!  ეს სასარგებლო ინფორმაცია გააზიარეთ სოცქსელში. ამარანტი ამას იმსახურებს!