მთავარი ჯანმრთელობა შვრიის რძე წონაში კლებისთვის

შვრიის რძე წონაში კლებისთვის

by guramus

ალბათ ყველა გოგოს ჰქონია ცხოვრებაში სიტუაცია, როცა გახდომა მაქსიმალურად მცირე დროში ეჩქარებოდა. მაგალითად როცა ქორწილამდე 1 კვირა რჩება, ზედმეტი 5 კგ კი არ ქრება.

მაგრამ, არსებობს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება – შვრიის რძისა და კივის კოქტეილი. სასმელი ძალიან მარტივად მზადდება, დღეში ერთხელ ისმევა, მაგრამ შედეგი საოცარია.

შვრიის რძის სარგებელი

იმის გამო, რომ შვრიის რძე დაბალკალორიულია, მას ხშირად იყენებენ დიეტების დროს: 100მლ სასმელში სულ რაღაც 35 კალორიაა. ამასთან, ის ანაყრებს, მადას აცხრობს და ფაფებისა და კოქტეილების მოსამზადებლად გამოდგება.

შვრიის რძე ასეთი სასარგებლო თვისებებით ხასიათდება:

  1. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
  2. დიდხანს გაგყვებათ დანაყრებულობის შეგრძნება.
  3. აჯანმრთელებს საკვების გადამუშავების და გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
  4. დადებითი გავლენა აქვს კანზე, ფრჩხილებზე და თმაზე.
  5. ამაღლებს შრომისუნარიანობას, ყურადღებიანობას და გმატებთ ცხოვრეებისეულ ძალებს.
  6. შარდმდენი მოქმედების წყალობით სწრაფად და ეფექტურად ხსნის შებერილობას.
  7. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

შინაგანი გამოყენების გარდა, შვრიის რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თმის, სახის კანის, სხეულის მოვლის საშუალება. მისგან ხშირად ამზადებენ სკრაბებს, ნიღბებს და ტონიკებს. სასმელში ბევრი კალციუმი და სხვა სასარგებლო ნივთიერებაა.

შვრიის რძე სახლის პირობებში

მისი სახლში მომზადება ძალიან ადვილია. ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 50 გ შვრიის ფანტელები
  • 500 მლ წყალი

საშუალო ზომის ჭურჭელში ჩაალბეთ ფანტელები, არა სწრაფი გამოყენების, და დაასხით წყალი. საგულდაგულოდ აურიეთ და ოთახის ტემპერატურაზე 10 საათით დატოვეთ. ამ დროის მანძილზე ისინი დარბილდებიან. ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დააყენეთ იქამდე, სანამ პატარა ნაწილაკები ბოლოში არ ჩავლენ. შემდეგ მარლის ორმაგი მასის გამოყენებით გაცერით რამდენჯერმე. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით 2 ჭიქა რძეს მიიღებთ.

დარჩენილი მასით შეგიძლიათ სასარგებლო საუზმე მოამზადოთ, თუ დაუმატებთ ხილს, თაფლს და კენკრას. დიეტოლოგები ასევე გვირჩევენ დავლიოთ შვრიის რძე ჭამამდე. 100მლ ერთ ჯერზე. ასევე, შეგიძლიათ მოაწყოთ განტვირთვის დღეები და მხოლოდ შვრიის რძე დალიოთ.

კოქტეილი გახდომისთვის

ეს საშუალება გეხმარებათ დაიკლოთ 5 კგ 7 დღეში. ამისთვის აიღეთ

  • 2 კივი
  • 150 გ შვრიის ფანტელები
  • 1 ლ წყალი

წყლისა და შვრიისგან მოამზადეთ შვრიის რძე და ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვან მასამდე. დალიეთ მთლიანი ჭიქა ყოველ საღამოს ვახშმის ნაცვლად ან 1 საათით ადრე. თუ დღიურ საკვებსაც მისით ჩაანაცვლებთ, გახდომის ეფექტი უფრო სწრაფად შესამჩნევი იქნება.

არ თქვათ უარი იყოთ უფრო ლამაზი  და ჯანმრთელი, მაშინ როცა ამისთვის ასეთი მარტივი და გემრიელი მეთოდი არსებობს.